ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
 
== საბჭოთა პერიოდი ==
[[ფაილი:Базар возле аула Экажево.jpg|მინი|ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. [[ნაზრანის რაიონი]]), [[1928]] წელი.]]
[[რუსეთის 1917 წლის რევოლუცია|რუსეთის 1917 წლის რევოლუციის]] შემდეგ და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] ([[1917]]-[[1922]]) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა [[1918]] წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკას]] (არსებობდა 1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). [[1920]] წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] დაიკავა. [[1921]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. [[1924]] წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. [[1934]] წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]] ეწოდა (ცენტრი – ქ. [[გროზნო]]).