ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
 
== ძველი ისტორია და შუა საუკუნეები ==
[[ფაილი:Thaba-Erdy-3.jpg|მინი|ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)]]
ახ. წ. I-II ათასწლეულის დასაწყისის ადგილობრივი კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სარმატული წარმოშობის ხალხებთან, მათ შორის, [[ალანები|ალანებთან]]. ახ. წ. IV საუკუნის ბოლოს ინგუშეთის ტერიტორია, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ბევრი რეგიონი, სავარაუდოდ [[ჰუნები]]ს გავლენის ქვეშ მოექცია. VI საუკუნის ბოლოდან აქ [[თურქთა სახაკანო]], მოგვიანებით კი [[ხაზართა სახაკანო|ხაზარები]] გაბატონდნენ. X საუკუნეში ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ალანთა სამეფოს დაექვემდებარა. ამავე პერიოდში გავრცელდა [[ქრისტიანობა]], უპირატესად საქართველოდან. ინგუშეთის ტერიტორიაზე შემორჩნილია ქრისტიანული კულტურის ძეგლები – [[ტყობა-ერდი]]ს, [[ალბი-იერდი]]ს, გალ-ერდისა და თარგიმის ეკლესიები, რომლებიც ქართული არქიტექტურული ხელოვნების ზეგავლენითაა აგებული. აღმოჩენილია შუა საუკუნეების ქართული [[ასომთავრული]] წარწერების ნიმუშები. შუა საუკუნეებში მდინარე [[სუნჯა|სუნჯის]] აუზში არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლებები, რომელთა უძველესი შრეები ყუბანის ეპოქით თარიღდება. ზოგიერთი მოსაზრებით, ამავე რეგიონში მდებარეობდა ალანიის მთავარი ქალაქი მაგასი.
 
XIII საუკუნეში ინგუშეთის მიწები მონღოლებმა დაიპყრეს და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებთან ერთად [[ოქროს ურდო]]ს შემადგენლობაში შეიყვანეს. ამ დროის ძეგლებს შორის გამოირჩევა კელიის სამაროვანი (XIII-XIV საუკუნეები). XVI საუკუნეში ინგუშეთს თავს ესხმოდნენ [[ნოღაელები]]. გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება ინგუშეთის მთიანეთში აგებული მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი და საბრძოლო [[ინგუშების კოშკები|კოშკების კომპლექსები]] (ტარგიმ, ერზი, ეგიკალი და სხვ.), ქვის აკლდამისებური და სვეტისებური სალოცავები, მიწისქვეშა და მიწისზედა აკლადმები, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს რეგიონის ისლამიზაციას. წერილობითი წყაროებით ცნობილია ინგუშების თავისუფალი თემები ან მათი გაერთიანებები – ღალღაის (ქართული წყაროების „ღლიღვები“), ცორინის, ჯაირახის, მეცხალის და ფეპინის ([[ქისტები]]) „საზოგადოებები“. ამ თემების დაბლობებში მცხოვრები ნაწილი XVII საუკუნეში ყაბარდოელებს უხდიდა ხარკს. XVI საუკუნებში გაბატონებული რელიგია გახდა მუსულმანობა (ისლამური კულტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია XV საუკუნის დასაწყისის ბორგა-კაშის მავზოლეუმი), თუმცა ამ პერიოდში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქრისტიანული და ადგილობრივი რელიგიური წარმოდგენების ნიშნები.
 
== რუსეთის იმპერია ==