სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 328:
 
== კარატე ==
'''კარატეს ქართული ისტორია [[1967]] წლიდან იწყება.''' მაშინ ჩვენში არ იყო კარატეს არც ერთი სპეციალისტი, არ მოიპოვებდა სრულფასოვანი ლიტერატურა, მაგრამ  ეთუზიასტთა ჯგუფმა ([[ზურაბ ლეჟავა]], [[მიხეილ წვერავა]], [[გურამ ბარაბაძე]], [[პაატა ჯიჯეიშვილი]], [[ვლადიმერ გონჩარენკო]], გოგა ბერიძე, [[დავით სუხიშვილი]], [[იური ყეინაშვილი]], [[დავით სულაქველიძე]], [[თემურ რამიშვილი]], [[სიმონ დარახველიძე]], [[საშა მაისურაძე]], [[ომარ რევიშვილი]], [[დავით ტევზაძეთევზაძე]], [[სოსო დოლიძე]]) საფუძველი ჩაუყარა კარატეს განვითარებას.[[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საბჭოთა საქართველოს]] ხელისუფლება დევნიდა ყველას  ვინც ამ აღმოსავლური ორთაბრძოლით იყო გატაცებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირის]] სხვა რესპულიკებშიც, მაგრამ [[1979]] წლისთვის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა [[კარატე]], როგორც სპორტის სახეობა. ქართველი კარატისტები, რომლებსაც უკვე ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, მომზადებულნი შეხვდნენ ამას. დაიწყო მათი წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ტურნირებსა და ჩემპიონატებში.
 
[[1982]] წელს [[ტალინი|ტალინში]], საბჭოთა კავშირის II ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა [[გიორგი ბაკურაძე|გიორგი ბაკურაძემ]] ოქროს მედალი მოიპოვა, რისთვისაც სპორტის ასტატისოსტატის, მის მცვრთნელმწვრთნელ [[ზურაბ ლეჟავა|ზურაბ ლეჟავას]] კი საქართველოს დამსახურებული მცვრთნელის წოდება მიენიჭა (ქართველ სპორტცმენთასპორტსმენთა შორის ბაკურაძე ერთადერთი სსრკ ჩემპიონი და სპორტის ოსტატია).
 
საქართველოს კარატეს ფედერაცია [[1980]] წელს დაფუძნდა, ამავე წელს ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი. [[1983]] წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კარატე აიკრძალა, მისი სწავლება კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.
 
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, [[80-იანები|80-იანი]] წლების ბოლოს , მას შემდეგ, რაც კარატე კვლავ ლეგალიზებული იქნა, საქართველოში კარატეს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო. [[1989]] წელს გაჩნდა უცხოელ სპეციალისტებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოწვევის შესაძლებლობა. სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოვიდნენ სახელოვანი იაპონელი კარატისტები:  კანაზავა, ხიგაონა, სუზუკი, ნანბუ, იკატა, ხისატაკა, კასუია და სხვები. შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.
 
[[1989]] წელს [[საქართველოს ტრადიციული კარატე-დოს ფედერცია]] მსოფლიო ფედერციაში გაწევრიანდა.
 
[[1990]] წელს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენი სპოტსმენები ([[კახა ბასილია]], [[თემურ ცქიტიშვილი]], [[გია ბაკურაძე]], [[კახა ქუთათელაძე]], [[ავთანდილ რაზმაძე]], [[სპარტაკ გოცირიძე]]) დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველად გამოვიდნენ  მსოფლიოს ჩემპიონატზე. [[1990-იანები|1990- იან]] წლებში ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ მსოფლიო კარატეს აღიარებული ოსტატები - [[ილია იორგა]], [[ჰიროკაზუ კანაზავა]], [[ჰიტოში კასუი]]. ჩამოყალიბდა კარატეს სხვადასხვა მიმართულების ეროვნული ფედერაციები (შიტოკანი, ვადორიუ, შიტორიუ, გოჯურიო, კიოკუშინკაი და სხვ). [[1997]] წლიდან საქართველოს ნაკრები მონაწილეობს  WKF - ის ეგიდით გამართულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.
 
[[2006]] წელს შეიქმნა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია (პრეზიდენტი - [[კახა ბასილია]]), რომელიც კოორდინაციას უწევს კარატეს სხვადასხვა სახეობების განვითარებას.  კარატეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან [[ზურაბ ლეჟავა]], [[გელა პავლიშვილი]], [[კახა ბასილია]], [[ომარ რევიშვილი]], და [[ავთანდილ ჭუმბურიძე]].<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=17</ref>
 
== კრივი ==