ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[1992]]-[[2002]] წლებში ინგუშეთის ხელისუფლების სათავეში [[რუსლან აუშევი]] იყო, 2002-[[2008]] წლებში – [[მურატ ზიაზიკოვი]], 2008 წლიდან – [[იუნუს-ბეკ ევკუროვი]]. ზიაზიკოვის პრეზიდენტობის დროს ინგუშეთში მდგომარეობა დაძაბული იყო. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა [[ჩეჩნეთის მეორე ომი]]ს დროს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ათასობით ადამიანი. ამავდროულად, ინგუშეთში გავრცელდა [[ჩეჩნეთის მეორე ომი]]ს შემდეგ ჩეჩნეთში გაჩაღებული პარტიზანული მოძრაობაც, დამძიმდა კრიმინოგენული მდგომარეობა, გახშირდა ტერორისტული თავდასხმები და რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების სადამსჯელო ღონისძიებები. [[2004]] წლის ივნისში კი ქალაქ ნაზრანში სამთავრობო დაწესებულებებზე მოხდა ჩეჩნურ-ინგუშური შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმა, რასაც ფედერალური ძალოვანი სამსახურების 100-მდე წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა [[2008]] წლის აგვისტოში ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის Ingushetia.org-ის მფლობელის, მაჰომედ ევლოიევის მკვლელობას. [[2010-იანები|2010-იანი წლების]] შუა პერიოდიდან რესპუბლიკაში მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ გადაუჭრელია ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.
 
== ლიტერატურა ==
* Nichols, Johanna. The Origin of the Chechen and Ingush: A Study in Alpine Linguistic and Ethnic Geography. ''Anthropological Linguistics'', Vol. 46, No. 2 (Summer, 2004), pp. 129-155;
* Bennigsen-Broxup, Marie. The North Caucasus Barrier: The Russian Advance Towards the Muslim World. 1992. ISBN 1-85065-069-1;
* [https://www.crisisgroup.org/europe-central-asia/caucasus/north-caucasus/north-caucasus-challenges-integration-i-ethnicity-and-conflict The North Caucasus: The Challenges of Integration (I), Ethnicity and Conflict]. International Crisis Group Europe Report N°220 – 19 October 2012;