ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: {{მუშავდება/ძირი|Kober.|14|10|2020}} '''ინგუშეთის ისტ...)
 
 
== უძველესი ხანა ==
თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (პლიევო, გამურზიევო) შუა პალეოლითს ([[მუსტიეს კულტურა]]) მიეკუთვნება. [[მეზოლითი]]სა და და [[ნეოლითი]]ს ნაშთები გამოვლენილი არაა. [[ბრინჯაოს ხანა|ადრებრინჯაოს ხანაში]] ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩანს [[მაიკოპის კულტურა|მაიკოპის]], [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსისა]] და [[კატაკომბა|კატაკომბური]] კულტურების მატარებელი თემების ურთიერთგავლენაურთიერთგავლენის ნიშნები (ლუგოვოე, სოფ. მუჟიჩისთან). [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულში]] აქ გავრცელებული იყო [[ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა]], რომელიც მოგვიანებით [[გინჩი|გინჩის]] კულტურასთან ახლოს მდგომმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ინგუშეთის მთიანეთში ცნობილია ციკლოპური არქიტექტურის ნაგებობები, რომელთა დათარიღება აქამდე არ მომხდარა. [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II]]-I ათასწლეულების მიჯნაზე ინგუშეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ყობანის კულტურის აღმოსავლეთი ჯგუფის ძეგლები (ფსედახის სამაროვანი, კესკემის განძი), [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V საუკუნეებში]] კი ძლიერია [[სკვითები|სკვითურ-სავრომატული კულტურის]] (ლუგოვოეს და ნესტეროვსკაიას სამაროვნები), უფრო გვიან – [[სარმატები|სარმატული]] წრის ნიშნები. ამ დროისათვის თანამედროვე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული იყო თავისებური მხატვრული სტილი, რომელშიც ყუბანისა და სკვითურ-სარმატული ტრადიციები ერწყმოდა ერთმანეთს.
 
== ძველი ისტორია და შუა საუკუნეები ==