ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
== ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან ==
[[ფაილი:Imam Shamil surrendered to Count Baryatinsky on August 25, 1859 by Kivshenko, Alexei Danilovich.jpg|მინი|შამილის დანებება 1859 წელს. მხატვარი ალექსეი კივშენკო, 1880.]]
XVII საუკუნის შუა ხანებში ჩეჩნური ტომების გამაერთიანებელი ცენტრი მდინარე [[არღუნი (მდინარე)|არღუნის]] ქვედა და მდინარე [[სუნჯა|სუნჯის]] შუა წელის დაბლობებში მდებარე აულები გახდა. XVIII საუკუნეში ვაინახების თავისუფალი თემებიდან უდიდესი იყო ნახჩ-მოხკი („მიჩკიზის საზოგადოება“, აერთიანებდა 36 აულს), ხოლო სამფლობელოებს შორის — ჩეჩნეთის (აერთიანებდა 10-მდე სოფელს). სოფლებს უხუცესები მართავდნენ [[ყადი]]ს თანამონაწილეობით. XVIII საუკუნეში ჩეჩნების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ერთი მხრივ, [[ოსმალეთის იმპერია]]სა და [[ყირიმის სახანო]]ს, ხოლო მეორე მხრივ, [[რუსეთის იმპერია]]ს შორის მერყეობდა. რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ ჩეჩნები არაერთხელ იარაღით ხელში გამოვიდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო [[შეიხი მანსური|შეიხ მანსურის]] ბელადობით ჩეჩენთა გამოსვლა [[1785]]-[[1787]] წლებში, რასაც ჩეჩნეთის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ჯარების სამხედრო ექსპედიცია მოჰყვა.
 
რუსეთის იმპერიის მიერ [[ქართლ-კახეთის სამეფო|აღმოსავლეთ საქართველოს]] ანექსიის ([[1801]]) შემდეგ თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლს მიღმა დარჩენილ ანკლავს წარმოადგენდა. კავკასიაში [[ალექსი ერმოლოვი]]ს მმართველობის პერიოდში ([[1816]]-[[1827]]) რუსები რეგიონში უფრო გააქტიურდნენ. ერმოლოვის ინიციატივით აშენდა არაერთი რუსული გამაგრებული პუნქტი, მათ შორის, პრეგრადნი-სტანი სუნჯაზე და გროზნაია ([[1818]]), დაიწყეს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრონტალური წინსვლისა და მყარად დამკვიდრების ტაქტიკის გამოყენება. ერმოლოვის სახელს უკავშირდება [[კავკასიის ომი]]ს სახელით ცნობილი კონფლიქტის ყველაზე აქტიური პერიოდის ([[1817]]-[[1864]]) დასაწყისი. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო კოლონიზაციის გაძლიერებამ გამოიწვია მთიელთა მოძრაობა [[ყაზი-მუჰამადი]]ს, [[ჰამზათ-ბეგი]]სა და [[შამილი]]ს წინამძღოლობით. [[1830-იანები|1830-იანი]] წლებიდან შამილის კაპიტულაციამდე ([[1859]]) თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი [[კავკასიის იმამატი]]ს შემადგენლობაში შედიოდა. შამილის დამარცხების შემდეგ ჩეჩნეთი საბოლოოდ და მთლიანად დაემორჩილა რუსეთის იმპერიას. [[1860]] წლიდან მისი ტერიტორია თერგის ოლქში შედიოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის]] დროს ალიბეკ-ხაჯი ალდამოვის წინამძღოლობით ჩეჩნეთში იფეთქა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულმა აჯანყებამ, რომელიც [[1878]] წლის ნოემბრისთვის ჩაახშეს. XIX საუკუნის ბოლოს ჩეჩნეთში გაჩნდა სამრწეველო სავაჭრო ბურჟუაზია, გაიყვანეს რკინიგზა, დაჩქარდა [[ნავთობი]]ს მოპოვება [[გროზნო]]ში, განვითარდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ახშობდა უკმაყოფილების ყველა გამოვლინებას. [[1911]] წელს თერგის ოლქიდან გადაასახლეს 30-ზე მეტი გავლენიანი რელიგიური მოღვაწე, მათ შორის, შეიხები: ბარატ-გირეი მიტაევი, აზიზ შაპტუკაევი, სუფაიპ-მულა.