ჩეჩნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ისტორია ==
{{მთავარი|ჩეჩნეთის ისტორია}}
რუსეთ-ჩეჩნეთის მუდმივი ურთიერთობის დაწყება 1567 წელს მიეკუთვნება, როდესაც [[სუნჯა (მდინარე)|სუნჯა]]-[[თერგი]]ს შესართავთან პირველი რუსული ციხე-სიმაგრე გაჩნდა. ეს კავშირი მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე 1588 წელს ავიდა, როდესაც მოსკოვს პირველი ჩაჩნური ელჩობა ეწვია ბატა-მურზა ოკოცელის მეთაურობით. ფორმალურად ვიზიტი დასრულდა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ფეოდალურ სამფლობელოსა და მოსკოვის მთავარს შორის ვასალური ურთიერთობების გაფორმებით.