ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ეროვნული მოძრაობა და კრიზისი ==
[[ფაილი:Djokhar Doudaïev.jpg|მინი|ჯოხარ დუდაევი]]
[[1980-იანები|1980-იანი]] წლების ბოლოს ჩეჩნეთში გაძლიერდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. [[1990]] წლის [[27 ნოემბერი|27 ნოემბერს]] ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. [[1991]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ჩეჩენი ხალხის საერთო-სახალხო კონგრესმა (აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — გენერალ-მაიორი [[ჯოხარ დუდაევი]]) მიიღო ჩეჩნეთ-ინგუშეთის უმაღლესი საბჭოს გადაყენებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის გამოცხადების გადაწყვეტილება. მოვლენები მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ („აგვისტოს პუტჩი“) დააჩქარა. იმავე წლის [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] გროზნოში ჩეჩენთა კონგრესის შეიარაღებულმა მომხრეებმა უმაღლესი საბჭოს შენობა დაიკავეს. 1991 წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] ქვეყანაში ჩატარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. პრეზიდენტად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი, რომელმაც პრიორიტეტად რუსეთისგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სრული გამოყოფა და დამოუკიდებელი სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა დაისახა. 1991 წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] მან ხელი მოაწერა განკარგულებას „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. მომდევნო დღეს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ ჩეჩნეთის არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოაცხადა. [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]] პრეზიდენტმა [[ბორის ელცინი|ბორის ელცინმა]] გამოსცა განკარგულება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც რუსეთის სფსრ უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა. ინგუშეთმა დუდაევის ხელისუფლება არ სცნო. [[1992]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]] რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონით ინგუშეთი ცალკე რესპუბლიკად გამოიყო, ხოლო ჩეჩნეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა კრიზისული სიტუაციის დარეგულირებამდე გადაიდო.