ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
 
== რუსეთის კონტროლის აღდგენა ==
[[ფაილი:Matovnikov in Chechnya (2018-07-12) 3.jpg|მინი|რამზან კადიროვი 2018 წელს.]]
[[2000]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროებითი ადმინისტრაცია პრორუსულად განწყობილი მუფთის, [[აჰმად კადიროვი|აჰმად კადიროვის]] ხელმძღვანელობით. [[2003]] წელს მიიღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. კონსტიტუციის პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ომის პირობებში, 2003 წლის [[23 მარტი|23 მარტს]] რეფერენდუმზე გაიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, მას მოსახლეობის 95,97 %-მა დაუჭირა მხარი. იმავე წელს კადიროვი პრეზიდენტად აირჩიეს. [[9 მაისი|9 მაისს]] ის გროზნოში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა. რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელი ალი ალხანოვი გახდა, [[2007]] წელს მისი გადადგომის შემდეგ კი ახმატ კადიროვის შვილი – [[რამზან კადიროვი]].