ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

== ჩეჩნეთის მეორე ომი ==
{{მთავარი|ჩეჩნეთის მეორე ომი}}
[[ფაილი:После боя. БТР, подбитый боевиками.jpg|მინი|განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა ჟანი-ვედენოსთან 2000 წლის მარტში.]]
 
დაღესტნის მოვლენები რუსეთის მთავრობამ [[ვლადიმერ პუტინი]]ს ხელმძღვანელობით ჩეჩნეთში საკუთარი კონტროლის აღდგენის საბაბად გამოიყენა. მან მასხადოვის მთავრობა არაქმედითად გამოაცხადა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები დაიწყო. [[1999]] წლის [[18 სექტემბერი|18 სექტემბერს]] რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნეთთან საზღვრის პერიმეტრი სხვადასხვა მხრიდან ბლოკადაში მოაქციეს, ავიაციამ კი რესპუბლიკის ტერიტორიის შეუჩერებელი დაბომბვა დაიწყო. [[30 სექტემბერი|30 სექტემბერს]] რუსეთის არმიის ჯავშანსატონკო შენაერთები სტავროპოლისა და დაღესტნის მხრიდან ჩეჩნეთში შეიჭრნენ. ნოემბერში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს სტრატეგიული ტერის ქედი და ქალაქი გუდერმესი, დეკემბრისთვის კი – დაბლობის უმეტესი ნაწილი. [[14 დეკემბერი|14 დეკებერს]] რუსებმა გროზნოს აღმოსავლეთ მისადგომებთან მდებარე დასახლება – ხანკალუ აიღეს, [[26 დეკემბერი|26 დეკემბერს]] კი ქალაქი სრულ ალყაში მოაქციეს. [[2000]] წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]], მძიმე ბრძოლების შემდეგ, ნანგრევებად ქცეული გროზნო დაეცა. [[29 თებერვალი|29 თებერვალს]] რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენი – სოფელი შატოი იერიშით აიღო. ალყიდან თავის დაღწევა შეძლო ჩეჩნების მხოლოდ ორმა შედარებით დიდმა ჯგუფმა [[ჰამზატ გელაევი|რუსლან გელაევისა]] და ხატაბის მეთაურობით. მარტის ბოლოსთვის ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დასრულდა. ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა ფედერალური ძალებისა და რუსეთისადმი ლოიალური ჩეჩნების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს, რომელსაც შეტევითი ოპერაციები ენაცვლებოდა. სხვადასხვა დროს შეტაკებებში დაიღუპა ჩეჩენი სამხედრო ლიდერების უმეტესობა. რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ჩეჩნეთში შემოღებული „კონტრტერორისტული რეჟიმი“ მხოლოდ [[2009]] წლის [[15 აპრილი|15 აპრილს]] მოხსნა.