ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
== ჩეჩნეთის პირველი ომი ==
{{მთავარი|ჩეჩნეთის პირველი ომი}}
[[ფაილი:Evstafiev-helicopter-shot-down.jpg|მინი|რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოგდება ჩეჩნების მიერ გროზნოსთან 1994 წლის დეკემბერში (ფოტო მიხაილ ევსტაფიევისა).]]
[[1994]] წლის [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]], გამთენიისას, [[რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები|რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა]] დაიწყეს იერიში ჩეჩნეთის ქალაქების და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]] კი რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება სამი მხრიდან შეიჭრა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი. 1994 წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბრიდან]] [[1995]] წლის [[6 მარტი|6 მარტამდე]] გროზნოს ქუჩებში მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩეჩნების ძალები იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. 1995 წლის აპრილის ბოლოსთვის რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის ბარის უმეტესი ნაწილი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ, 1995 წლის [[12 მაისი|12 მაისს]] ფედერალურმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ჩეჩნეთის მთიან რაიონებში. ჩეჩნების წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, გახშირდა დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები რუსი სამხედროებისა და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩეჩნების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ [[16 დეკემბერი|16]]-[[17 დეკემბერი|17 დეკემბერს]] ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები ჩაატარა და უზრუნველყო მასში დოკუ ზავგაევის გამარჯვება.