ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== რევოლუცია და საბჭოთა პერიოდი ==
[[ფაილი:Chanta.jpg|მინი|[[ვაინახური კოშკური არქიტექტურა|ტრადიციული კოშკი]] ჩეჩნურ აულში. სოფ. ჩანტა, ჩეჩნეთი.]]
რუსეთში [[1917]] წლის [[ოქტომბრის გადატრიალება|ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების]] შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში, ვედენოსა და გროზნოს ოკრუგები [[ტაპა ჩერმოევი]]ს ლიდერობით შექმნილ [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკაში]] გაერთიანდა, ხოლო სუნჯის განყოფილება თერგის მხარეს შეუერთდა. 1917 წლის ნოემბერში და [[1918]] წლის იანვარში ჩეჩნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მარცხით დასრულდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ცდა. ნაწილობრივ წარმატებას [[ბოლშევიკები|ბოლშევიკებმა]] ჩეჩნეთის დაბლობსა და ქალაქ გროზნოში მიაღწიეს. [[1917]] წლის [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]] მთიელთა რესპუბლიკამ და თერგის მხარის საჯარისო მთავრობამ თერგ-დაღესტნის კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს. ჩეჩნეთის მთიანეთში 1917-[[1920]] წლებში წამყვან როლს პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები – ნაჯმუდინ გოცინსკი და უზუნ-ხაჯი თამაშობდნენ. [[რუსეთის სამოქალაქო ომი]]ს დროს ჩეჩნეთის ნაწილი 1918 წლის მარტში [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] შემადგენლობაში გამოცხადებულ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, 1918 წლის ივლისში კი ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკას შეუერთდა. 1920 წლის მარტის ბოლოს ჩეჩნეთის მთელი ტერიტორია წითელი არმიის კონტროლს დაექვემდებარა. [[1920]] წლის [[17 ნოემბერი|17 ნოემბერს]] გამოცხადდა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაშიც შეიქმნა ჩეჩნეთის ოკრუგი. [[1922]] წლის [[22 ნოემბერი|22 ნოემბერს]] ეს უკანასკნელი ცალკე გამოიყო ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის სახით. [[1924]]-[[1934]] წლებში ის ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში შედიოდა. [[1929]] წელს ჩეჩნეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთდა სუჯის ოლქის დიდი ნაწილი და მანამდე განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქი გროზნო. 1920-[[1939]] წლებში ჩეჩნეთის სხვადასხვა მხარეში მოხდა არაერთი შეიარაღებული გამოსვლა საბჭოთა ხელისუფლების და ძალდატანებითი [[კოლექტივიზაცია|კოლექტივიზაციის]] წინააღმდეგ. [[1934]] წლის [[15 იანვარი|15 იანვარს]] ჩეჩნეთის და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქად, რომელიც [[1936]] წლამდე შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში. [[საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია|საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციით]] ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად ([[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]]) გარდაიქმნა (დედაქალაქი – გროზნო).
 
[[II მსოფლიო ომი]]ს დროს, გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, [[1941]] წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის მთიანეთში ხასან ისრაილოვისა და მაირბეკ შერიპოვის ხელმძღვანელობით ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის [[1944]] წლის [[31 იანვარი|31 იანვრის]] დადგენილებით ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოდან ტოტალური დეპორტაცია მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი [[1944]] წლის [[23 თებერვალი|23 თებერვლიდან]] [[2 მარტი]]ს ჩათვლით [[ლავრენტი ბერია]]ს პირადი მეთვალყურეობით. იმავე წლის [[7 მარტი|7 მარტს]] საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ გაუქმნდა. მისი ტერიტორიის დიდ ნაწილში შეიქმნა გროზნოს ოკრუგი (შედიოდა სტავროპოლის ოლქში; [[1944]] წლის [[22 მარტი]]დან — გროზნოს ოლქი), 4 სხვა რაიონი მთლიანად და 3 ნაწილობრივ გადაეცა დაღესტნის ასსრ-ს, ხოლო ითუმ-ყალეს რაიონი — [[საქართველოს სსრ]]-ს ([[1943]]-[[1955]] წლებში ეწოდებოდა [[ახალხევის რაიონი]]).
 
[[იოსებ სტალინი]]ს სიკვდილის შემდეგ მოხდა ჩეჩნების რეაბილიტაცია, რაც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის [[1956]] წლის [[16 ივლისი]]ს განკარგულებით დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებულ ხალხებს „სპეციალური განსახლებით“ დაწესებულ შეზღუდვას უხსნიდა, თუმცა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას უკრძალავდა. [[1956]] წლის [[24 ნოემბერი|24 ნოემბერს]] განკარგულებით აღდგა ჩრდილოეთ კავკასიის გაუქმებული ნაციონალური ავტონომიები, ხოლო [[1957]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] — ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (რამდენადმე შეცვლილი საზღვრებით). საბოლოოდ, ჩეჩნებს და ინგუშებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. გადასახლებულების სტიქიურ დაბრუნებას [[1958]] წლის [[25 აგვისტო|25]]-[[26 აგვისტო]]ს გროზნოში მასობრივი არეულობა მოჰყვა, რომლის დროსაც ქალაქის რუსმა და რუსულენოვანმა მოსახლეობამ დაიკავა საზოგადოებრივი შენობები და ჩეჩნებისთვის სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა მოითხოვა.
 
== ეროვნული მოძრაობა და კრიზისი ==