იოჰანი (საქსონიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== ბიოგრაფია ==
იოჰანი დაიბადა 1801 წლის 12 დეკემბერს დრეზდენში. იგი იყო პრინც [[მაქსიმილიან საქსონიელი|მაქსიმილიან საქსონიელისა]] და მისი ცოლის, პრინცესა [[კაროლინა პარმელი|კაროლინა პარმელის]] შუათანა ვაჟი. მამამისი საქსონიის მეფე [[ფრიდრიხ ავგუსტ I (საქსონია)|ფრიდრიხ ავგუსტ I]]-ის უმცროსი ძმა იყო. მას შემდეგ, რაც 1822 წელს იოჰანის ერთ-ერთი უფროსი ძმა, პრინცი კლემენსი იტალიაში უშვილოდ დაიღუპა, იგი ტახტს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ამას მოჰყვა 1827 წელს ფრიდრიხ ავგუსტ I-ის უმემკვიდრეოდ გარდაცვალებაც, რის შემდეგაც ტახტს იოჰანის მეორე უნაყოფო ბიძა, [[ანტონი (საქსონიის მეფე)|ანტონი]] იკავებს, რომელიც ქვეყანას 1836 წლამდე მართავდა და ასევე უშვილოდ აღესრულა. ამის შემდეგ მეფე [[ფრიდრიხ ავგუსტ II (საქსონია)|ფრიდრიხ ავგუსტ II]] ხდება, იოჰანის უფროსი და აგრეთვე უნაყოფო ძმა, რითაც იგი საქსონიის ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.
 
1854 წელს, ძმის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, საქსონიის მეფე იოჰანი გახდა. 1855 წელს გაატარა სასამართლო რეფორმა, გააფართოვა სარკინიგზო ქსელი და შემოიღო სავაჭრო თავისუფლება, რაც საქსონიის მოსახლეობის ზრდისკენ იყო მიმართული. 1862 წელს სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთის იმპერატორ [[ნაპოლეონ III]]-თან, რის შემდეგაც მან აღიარა [[იტალიის გაერთიანება]]. როგორც ცნობილია, იგი ძირითადად თავისი პრემიერ-მინისტრის, ფრიდრიხ ფერდინანდ ფონ ბოისტის გავლენით მოქმედებდა, რომელიც თავისმხრივ ავსტრიელთა მომხრე იყო. ამის გამო, 1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომში საქსონია ავსტრიის მხარეს იბრძოდა. მიუხედავად ამისა, 1871 წელს საქსონია პრუსიის გავლენით [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა, თუმცა იოჰანმა შეინარჩუნა თავისი ტახტი და სამფლობელოები.
 
[[გერმანიის გაერთიანება (1871)|გერმანიის გაერთიანებიდან]] სულ ორ წელიწადში, 1873 წლის 29 ოქტომბერს, 71 წლის იოჰანი გარდაიცვალა დრეზდენში.
 
როგორც ცნობილია, იოჰანს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და ფილალეტესის ფსევდონიმით გერმანულად თარგმნა კიდეც [[დანტე ალიგიერი|დანტეს]] „<nowiki/>[[ღვთაებრივი კომედია]]<nowiki/>“. მის პატივსაცემად მოგვიანებით სახელი ეწოდა იოჰანშტადტის რაიონს.
 
== ქორწინება და შვილები ==