სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 321:
 
== აკრობატიკა ==
'''სპორტული  აკრობატიკის'''  დამკვიდრებას  წინ  უსწრებდა  ეგრეთ  წოდებული მუშაითური ვარჯიშები,  რომელსაც  საქართველოში  ბევრი მიმდევარი ჰყავდა.  სახალხო  დღესასწაულებზე , ლხინში  თუ  სხავა  თავყრილობებზე  ხშირად  ეწყობოდა  მუშაითების  ანუ  ჯამბაზების  და  საბელზე  მოსიარულეთა  გამოსვლები .  აკრობატები  სპორტულ  სარბიელზე  XX  საუკუნის  დასაწყისში  გამოჩდნენ . პირველი  ქართველი  აკრობატი  იყო [[კოწო  ბადრიძე]] , რომელმაც  შეიმუშავა  წყვილთა  და ჯგუფური  ვარჯიშები . იმავე  პერიოდში აკრობატიკაში   ვარჯიშობდენ  ძმები  კონსტანტინე  და  პავლე  გრომოვები , აგრეთვე , ვლადიმერ  პოლოტავცევის , კარლო  ვართანოვისა  და კონსტანტინე  უგოლკოვის პირველი  სამეული . [[1934]]  წელს  [[კონსტანტინე გრომოვი|კონსტანტინე  გრომოვმა]]  საქართველოს  განათლების  სახალხო  კომისარიატთან  არსებულ  სპორტულ  სკოლაში  ჩამოაყალიბა  აკრობატიკის  სასწავლო  ჯგუფი . მომდევნო  წელს  [[გიორგი ეგნატაშვილი|გიორგი  ეგნატაშვილის]]  თაოსნობით  ასეთივე  ჯგუფი  შეიქმნა თბილისის  ფიზკულტურის  ტექნიკუმში , ამ ბაზაზე  კი  ჩამოყალიბდა  აკრობატთა პირველი  გუნდი , რომელსაც  როსტოველი  [[პაველ  აბაშკინი]]  ავარჯიშებდა . [[1937]]  წელს  თბილისში  ჩამოვიდა  [[რუდოლფ  ემელიანოვი]]  და  სათავეში  ჩაუდგა  აკრობატთა  მომზადებას.
 
პირველი შეჯიბრება  [[1938]]  წელს  [[თბილისი|თბილისში]]  გაიმართა. იმავე  წელს  [[მოსკოვი|მოსკოვში]] , [[წითელი მოედანი|წითელ  მოედანზე]]  გამართულ  ფიზკულტურელთა  საკავშირო  აღლუმზე  საქრთველოს  აკრობატებმა  სამსართულიანი  პირამიდა  წარმოადგინეს ( აღლუმს  ესწრებოდა  [[იოსებ  სტალინი]]). პირველ  საკავშირო  ჩემპიონატში ([[1939]] , [[მოსკოვი]]) გაიმარჯვა  სპორტსაზოგადოება „ ნაუკის“ საქართველოს  ოთხეულმა ([[რუდოლფ  ემელიანოვი]], [[მიხეილ ქელეხსაშვილი]], [[თეიმურაზ  მაყაშვილი]], და  [[კარლო  ვართანოვი]]).
 
მომდევნო  ჩემპიონატს ([[1940]])  თბილისმა  უმასპინძლა  და  ეს  ოთხეული  კვლავ  ჩემპიონი  გახდა. ომის  შემდეგ  წლებში  წარმატებით  გადიოდნენ  [[თეიმურაზ  მახაშვილი]], [[გიორგი  ჟურავლიოვი]], [[ვალენტინ  კოჩერგინი]], [[გურამ  გარსევანიშვილი]][[1970]] წლიდან - [[თენგიზ  ლომთაძე]], ანატოლო[[ანატოლი  სლივკოვი]], [[ალექსანდრე  თედეევი]], სლავა  დელიბატოვი  და  სხვები.[[1980]]  წელს  მსოფლიოსა  და ევროპის  ჩემპიონის  ტიტული  მოიპოვა  ქართველ  ქალთა  სამეულმა  [[ნანა კიკილაშვილი|ნანა  კიკილაშვილის]], [[მანანა მნათობიშვილი|მანანა  მნათობიშვილისა]]  და  [[მაია შილაკაძე|მაია  შალაკაძის]]  შემადგენლობით (მწვრთნელი - [[ვლადიმერ გურგენიძე (სპორტსმენი)|ვლადიმერ  გურგენიძე]], ქორეოგრაფი - [[დალი  თავართქილაძე]]).  [[1980-იანები|1980 - იან]]  წლებში  მსოფლიოსა  და  ევროპის  ჩემპიონატებსა  და  თასის   გათამაშებებში  არაერთხელ  გაიმარჯვეს  და  პრიზიორები  გახდნენ  [[სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი|სვეტლანა  მკრტჩიანი]], [[ნატალია  ანისიმოვა]], [[ინგა  გიორგობიანი]], სვეტლანა  [[სვეტლანა მაკარიჩევა]], [[ირინა  ოვოიანი]], [[ვილი  ვართანოვი]], [[იოსებ  თუთბერიძე]], [[სტანისლავ  პეტროვი]], [[რამაზ  ბუზიაშვილი]].  დიდ  საერთაშორისო  შეჯიბრებათა  ჩემპიონები,  სსრ კავშირის  ჩემპიონები  და  პრიზიორები  გახდნენ  [[ნინო  ბერიანიძე]], [[ირმა  დემურიშვილი]], [[ფატი  სულაქველიძე]], [[ინგა  ჩოხელი]][[დავით  გოგოშვილი]], [[ზურაბ  ნიკოლაიშვილი]], [[რამაზ  ბუზიაშვილი]], [[ილია  პაპოშვილი]], [[დიმიტრი  კარტოზია]], [[ემზარ  აბუაშვილი]][[ვაჟა  არაყიშვილი]], [[ნიკოლოზ  მჭედლიძე]], [[მარინე  შაღაშვილი]]  და სხვები.  საქართველოში  აკრობატიკის  განვითარებაში  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეიტანეს  გიორგი  ჭილაიამ,  [[ვლადიმერ ალთუნაშვილი|ვლადიმერ  ალთუნაშვილმა]], [[ოთარ კაკიაშვილი|ოთარ  კაკიაშვილმა]], [[თენგიზ ბოლქვაძე|თენგიზ  ბოლქვაძემ]], ვლადიმერ  გურგენიძემ, [[გურამ მარგიშვილი|გურამ  მარგიშვილმა]][[მიხეილ გეგელია|მიხეილ  გეგელიამ]], [[თამაზ ბუზიაშვილი|თამაზ  ბუზიაშვილმა]], [[ალიკ მელოიანი|ალიკ  მელოიანმა]], [[ალექსანდრე მავრანგელოვი|ალექსანდრე  მავრანგელოვმა]][[ანატოლი სლივკო|ანატოლი  სლივკოვმა]][[ჯუმბერ ლაშხი|ჯუმბერ  ლაშხმა]][[ნუგზარ ძუკაევი|ნუგზარ ძუკაევმა]], [[თეიმურაზ ცაბაძე|თეიმურაზ  ცაბაძემ]].<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=72</ref>
 
== კარატე ==