პანკისის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

უსულო საგნების მოქმედება მხოლობითში
(უსულო საგნების მოქმედება მხოლობითში)
 
'''პანკისის ხეობა''' — მდებარობს [[მდინარე]] [[ალაზანი|ალაზნის]] ზემო დინების ხეობაში ([[ბახტრიონი]]ის ზემოთ) [[კავკასიონი]]ს ფარგლებში, [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიაზე. სიგრძე 34 [[კმ]] ([[მთა]] [[ბორბალო (მთები)|ბორბალოდან]] [[ალაზნის ვაკე]]მდე). შემოფარგლულია [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარი ქედის]] სამხრეთ განშტოებებით — [[პანკისის ქედი|პანკისისა]] და დიდგვერდ-[[ნაქერალის ქედი|ნაქერალის]] ქედებით.
 
მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი [[ქოჩარის ქედი]]თ იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს [[წიფლოვნისწყალი|წიფლოვანისწყალსა]] და [[სამყურისწყალი|სამყურისწყალს]] ეკუთვნის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 950 [[მ|მეტრ]] სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდებიანერთდება და წარმოშობენწარმოშობს ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული [[მყინვარი]]ს ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები). ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის [[უთხოვარი|უთხოვრის]] ტყის [[ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი]].<ref>[http://pankisi.ge/pankisi/ პანკისის ხეობა]</ref>
 
== ლიტერატურა ==