კოლაუ ნადირაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შეიცვალა გასაღები კატეგორია:ნადირაძეები-სთვის "კოლაუ" გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 7:
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა [[მოსკოვის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა [[1916|1916 წელს]] ჟურნალ „[[ცისფერი ყანწები|ცისფერ ყანწებში]]“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა [[1919|1919 წელს]]. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.
 
[[1985|1985 წელს]] საუკუნეს მიღწეული პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს [[ალექსანდრე პუშკინი]]ს, [[ივანე ბუნინი]]ს, [[კონსტანტინე ბალმონტი]]ს, [[ ალექსანდრე ბლოკისბლოკი]]ს, [[შარლ ბოდლერი]]ს, [[პოლ ვერლენი]]ს, [[ავეტიქ ისააკიანი]]ს ნაწარმოებები.
 
დაკრძალულია [[დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლაუ_ნადირაძე“-დან