ქანაანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
 
ხაზი 4:
ენეოლითის ხანა ქანაანში ე.წ. [[ღასულის კულტურა]]ს უკავშირდება (იერიქონის ზოგიერთი ფენა, ბეთ-შეანი, მეგიდო). ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) სამიწათმოქმედო დასახლებანი გამრავლდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვალა. ქანაანის აბორიგენები [[სემიტები]] არ უნდა ყოფილიყვნენ. ძვ. წ. III ათასწლეულში სემიტები — [[ქანაანელები]] დასახლდნენ. ქანაანი პოლიტიკურად ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. სახელმწიფოებრივი გაერთიანების ძირითადი ფორმა [[პოლისი|ქალაქ-სახელმწიფო]] იყო (ებლა, იერიქონი, მეგიდო, ჰაცორი, გეზერი, თაანახი, ბეთ-შეანი და სხვა). თითოეულ ქალაქ-სახელმწიფოს თავისი მეფე ჰყავდა და საგვარეულო არისტოკრატია მართავდა. [[ეგვიპტელები]] ქანაანში ძვ. წ. III ათასწლეულიდან ლაშქრობდნენ, ხოლო XVI-XV სს-ში გაბატონდნენ კიდეც. ეგვიპტელებმა ქანაანი სამ ნაწილად დაყვეს და ყოველ პროვინციას სათავეში ეგვიპტელი მოხელე ჩაუყენეს (აქადურად „რაბიცუ“, ქანაანურად „სოქინუ“). ისინი პროვიცნიას ადგილობრივი მმართველების (აქადური „ხაზანნუ“) საშუალებით განაგებდნენ. ჩრდილოეთ [[სირია]]ში [[ხეთები]]ს კვლავმომძლავრების გამო ეგვიპტელთა გავლენა შესუსტდა VX საუკუნის ბოლოდან. [[რამზეს II]]-სა და ხათუსილი III-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ქანაანი გავლენის სფეროებად დაიყო. „[[ზღვის ხალხები|ზღვის ხალხებმა]]“ დიდი ზიანი მიაყენეს ქანაანს. ძვ. წ. XIII საუკუნის ბოლოდან ფილისტიმელები, ისრაელისა და იუდას ტომები გაძლიერდნენ. ქანაანის ტერიტორია თანდათანობით შემცირდა. ბოლოს ქანაანი მხოლოდ ფინიკიას აღნიშნავდა, ხოლო [[ქანაანელები]] — [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] ფინიკიის კოლონიის მცხოვრებთ.
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|10|452|გიორგაძე გ}}
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქანაანი“-დან