წილკნისა და დუშეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Tsilkani-dusheti.jpg|thumb|250px{{შერწყმა|წილკნისა და დუშეთის ეპარქია]]}}
{{მმ*|წილკანი}}
'''წილკნისა და დუშეთის ეპარქია''' [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] ნაწილსა და [[მთიულეთი|მთიულეთ]]-[[გუდამაყარი|გუდამაყარში,]] [[მცხეთა|მცხეთის]] [[სვეტიცხოველი|საკათალიკოსო ტაძრის]] ჩრდილოეთით მდებარეობს, მოიცავს [[დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] დიდ ნაწილს (გარდა [[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი|ხევსურეთისა]]) და [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტის]] სოფლებს: [[წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|წილკანს]], [[მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|მუხრანს]], [[საგურამო|საგურამოს]]. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[ალავერდის ეპარქია|თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია]], ჩრდილო-დასავლეთიდან [[სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია|სტეფანწმინდისა და ხევის]], დასავლეთიდან -[[ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია|ნიქოზისა და ცხინვალის]], [[სამთავისისა და გორის ეპარქია|სამთავისისა და კასპის]] ეპარქიები, სამხრეთიდან [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისის]] ეპარქია. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - [[არაგვი|არაგვისა]] და [[ქსანი|ქსნის]] აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია [[ქსნის ხეობა|ქსნისა]] და [[არაგვის ხეობა|არაგვის]] [[ხეობა|ხეობაში]] მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „[[ფხოვი|ფხოვნი]]<nowiki/>“, „[[გუდამაყარი|გუდამაყარნი]]<nowiki/>“, „[[მოხევეები|მოხევენი]]<nowiki/>“, „ფადელნი“, „[[ცხავატი (მხარე)|ცხავადნი]]<nowiki/>“, „[[ჭართალი (მხარე)|ჭართალელნი]]<nowiki/>“, „[[წილკანი (მხარე)|წილკანელნი]]<nowiki/>“, - აერთიანებდა. ეპარქიის სახელწოდება „[[წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|წილკანი]]<nowiki/>“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც [[ბაქარი (მირიანის ძე)|ბაქარ]] [[მირიან III|მირიანის]] ძემ „აღაშენა ეკლესია [[წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი|წილკნისა]]<nowiki/>“ ([[ლეონტი მროველი]]).
[[ფაილი:Tsilkani Cathedral.jpg|მინი|[[წილკნის ეკლესია]]]]
'''წილკნის ეპარქია''', ''წილკნის საეპისკოპოსო'' — ისტორიული საეპისკოპოსო საქართველოში. [[წილკანი (მხარე)|წილკანი]] ერთ-ერთი პირველი მხარე იყო, სადაც [[ქრისტიანობა]] გავრცელდა. ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა [[წმინდა ნინო|ნინომ]] [[წობენი|წობენში]] სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. ქრისტიანობის გავრცელების პირველვე პერიოდში აშენდა [[წილკნის ეკლესია]].
 
{{ციტატა|არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]}}
== ეპარქიის ისტორია ==
 
მალე ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მხარეები: [[წილკანი (მხარე)|წილკანი]], [[მუხრანი (მხარე)|მუხრანი]], [[ბაზალეთი (მხარე)|ბაზალეთი]], [[მთიულეთი]], [[გუდამაყარი]] და [[ხევი (მხარე)|ხევი]]. წილკნის საეპისკოპოსოს მიწების მითვისებას ცდილობდნენ [[მუხრანი (მხარე)|მუხრანის]] ერისთავები [[ძაგანისძეები]]. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. საეპისკოპოსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. ამჟამად მისი ტერიტორია შედის [[წილკნისა და დუშეთის ეპარქია]]ში.
ეპარქიის ტერიტორიაზე – ქსნის ხეობაში, [[ძალისი|ძალისში]], სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: ''„ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“''. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული [[ტაძარი]] იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] მიერ [[კათოლიკოსი|საკათალიკოსოსა]] და 12 ახალი [[ეპარქია|საეპისკოპოსოს]] დაფუძნებისას [[წილკანი]] არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა, ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნების შემდეგ, [[V საუკუნე|V საუკუნის]] ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „''ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი''“.
 
==ლიტერატურა==
ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, [[506]] წელს ქ. [[დვინი|დვინში]] ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან -წმ. [[ისე წილკნელი|ისე]] - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა [[ევლალე I (კათოლიკოსი)|ევლალოსმა]]. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.
{{ქსე|9|324}}
 
[[კატეგორია:წილკნის საეპისკოპოსო]]
ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა.
 
VIII-IX სს. [[ქართლი|ქართლში]] მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს [[მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|მუხრანის]] სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, [[კახეთი]]ს მმართველნი, კერძოდ, [[ზედაზენი|ზედაზნის ციხის]] მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ.
 
== X საუკუნის შემდეგ ==
 
წმინდა მეფის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე [[თამარ მეფე|თამარის]] დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე [[ლუარსაბ I]] (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე (?), დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ.
 
XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკნის საეპისკოპოსო ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და [[ქართლი|ქართლის]] სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. [[1800]] წლისათვის ეპარქიას 75 [[მღვდელი]], 11 [[დიაკვანი]] და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა.
 
საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, საეპისკოპოსოების შემცირებით გამოიხატა. [[1803]] წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი [[ეპისკოპოსი]] [[გერვასი მაჭავარიანი]] იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა.
 
[[1811]] წელს, [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ [[ქართლ-კახეთის ეპარქია]]<nowiki/>ს მიუერთა. საწილკნო, ისე როგორც [[საქართველო]]ს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.
 
[[1917]] წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორიაზე საეპისკოპოსო რეზიდენციის არქონის გამო, დროებით წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. [[1917]] წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი [[გიორგი (ალადაშვილი)|გიორგი ალადაშვილი]] ([[1917]]-[[1920]] წწ.).
 
== ეპისკოპოსები 1920 წლის შემდეგ ==
 
ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები:
 
*[[პავლე (ჯაფარიძე)|პავლე ჯაფარიძე]] – [[1924]]–[[1929]] წწ.
*[[ნესტორი (ყუბანეიშვილი)]] — 1929-1930
*[[ალექსი (გერსამია)|ალექსი გერსამია]] – [[1930]]–[[1938]] წწ.
*[[ტარასი (კანდელაკი)|ტარასი კანდელაკი]] – [[1939]]–[[1951]] წწ.
*[[გობრონი (წკრიალაშვილი)|გობრონ წკრიალაშვილი]] – [[1954]] წ.
*[[გაიოზი (კერატიშვილი)|გაიოზ კერატიშვილი]] – [[1972]]-[[1978]] წწ.
*[[თადეოზი (იორამაშვილი)|თადეოზ იორამაშვილი]] – [[1978]]-[[1980]] წწ.
*[[გიორგი (ღონღაძე)|გიორგი ღონღაძე]] – [[1980]]-[[1982]] წწ.
 
[[1984]] წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი [[ზოსიმე (შიოშვილი)|ზოსიმე შიოშვილი]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[საქართველოს ეპარქიები]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://tsilkani-dusheti.ge/ ეპარქიის საიტი]
 
{{საქართველოს ეპარქიები}}
{{საქართველოს ეპარქიების მმართველები}}
{{საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები}}
{{საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები}}
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]