სამრეკლო: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q200334)
(→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
[[საქართველო]]ში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო [[1278]] წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, [[ევოლუცია]]ს განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა სამრეკლოები.
==ლიტერატურა==
*{{ქსე|9|29|საღარაძე შ.}}
 
[[კატეგორია:ქრისტიანული არქიტექტურა]]
35 683

რედაქტირება