ფრიდრიხ ავგუსტ II (საქსონია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
== ბიოგრაფია ==
ფრიდრიხ ავგუსტი დაიბადა 1797 წლის 18 მაისს დრეზდენში. იგი იყო პრინც [[მაქსიმილიან საქსონიელი|მაქსიმილიან საქსონიელისა]] და მისი პირველი ცოლის, პრინცესა [[კაროლინა პარმელი|კაროლინა პარმელის]] უფროსი ვაჟი და შუათანა შვილი. უკვე მისი დაბადებისას ცხადი იყო, რომ იგი ერთ დღეს საქსონიის მმართველი გახდებოდა, რამეთუ მისი ორივე ბიძა უძეო იყო, თავად კი მამის უფროსი ძე იყო.
 
1827 წელს მისი ერთი ბიძა, მეფე [[ფრიდრიხ ავგუსტ I (საქსონია)|ფრიდრიხ ავგუსტ I]] (ვის პატივსაცემადაც ერქვა სახელი) გარდაიცვალა და ტახტი მეორე ბიძამ, [[ანტონი (საქსონიის მეფე)|ანტონმა]] დაიკავა. ამით იგი ტახტის მეორე მემკვიდრე გახდა მამის შემდეგ, რომელმაც მალევე უარი თქვა მემკვიდრეობაზე, რამაც იგი კრონპრინცად აქცია.
 
1830 წელს საფრანგეთში მომხდარმა [[ივლისის რევოლუცია|ივლისის რევოლუციამ]] დიდი გავლენა იქონია საქსონიაზეც, სადაც ასევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. მეამბოხეთა მოთხოვნით მეფე ანტონმა ახალი კონსტიტუცია გამოსცა და ფრიდრიხ ავგუსტი თანარეგენტად დაინიშნა.
 
1836 წლის 6 ივნისს მეფე ანტონი გარდაიცვალა, რითაც საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II ხდება. როგორც ინტელიგენტი კაცი, იგი მალევე გახდა ხალხში პოპულარული. მიუხედავად სახალხო მხარდაჭერისა, იგი ყოველთვის არიდებდა თავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ამ ამბავს თავის მინისტრებს ანდობდა. [[1848 წლის რევოლუციები|1848 წელს რევოლუციის]] ტალღამ საქსონიასაც გადაუარა, სადაც ლიბერალი მინისტრები მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამან ფრიდრიხ ავგუსტს მათდამი დამოკიდებულება შეუცვალა და 1849 წლის 28 აპრილს საქსონიის პარლამენტი დაშალა. იმავე წელს მან პრუსიელთა მარბიელი თავდასხმების მოგერიება და შეჩერება შეძლო.
 
1844 წელს პირადი ექიმის რჩევით ფრიდრიხ ავგუსტი სამოგზაუროდ წავიდა ინგლისსა და შოტლანდიაში, რამეთუ მისი აზრით მეფის ჯანმრთელობას ბრიტანული ნესტიანი კლიმატი მოუხდებოდა. ლონდონში ყოფნისას იგი უინძორის სასახლეში დიდი პატივით მიიღეს [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალმა ვიქტორიამ]] და [[ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი|პრინცმა ალბერტმა]]. ამის შემდეგ მან ოქსფორდი, კემბრიჯი და რამდენიმე ქალაქი მოინახულა და უკან დაბრუნდა.
 
საქსონიაში დაბრუნების შემდეგ მისმა ჯანმრთელობამ კვლავ დაიწყო გაუარესება, რის გამოც ექიმმა მიიჩნია, რომ ამჯერად მეფეს მთის ჰავა უშველიდა. მისი მითითებით ფრიდრიხ ავგუსტი 1854 წელს ავსტრიაში, კერძოდ კი ტიროლის მხარეში გაემგზავრა, თუმცა აქ მოგზაურობისას ქალაქ კაროიშტენში 9 აგვისტოს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინაიდან მას მემკვიდრე არ დარჩენია, ტახტი მისმა ძმამ, [[იოჰანი (საქსონიის მეფე)|იოჰანმა]] დაიკავა.
 
== ქორწინებები ==