თენგიზ ამირეჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მუსიკოსი
[[ფაილი:Tengizamirejibiplayschopinballadeno.ogg|300 px|thumb]]
|სახელი = თენგიზ ამირეჯიბი
|ორიგინალური სახელი=
[[ფაილი:|სურათი = Tengizamirejibiplayschopinballadeno.ogg|300 px|thumb]]
|სათაური = თენგიზ ამირეჯიბი ასრულებს [[ფრედერიკ შოპენი|შოპენს]].
|ფონი = solo_singer
|ნამდვილისახელი =
|მეტსახელი =გიზი ამირეჯიბი
|დაიბადა = [[30 სექტემბერი]], [[1927]], [[თბილისი]]
|გარდ = [[9 მარტი]], [[2013]], [[თბილისი]]
|წარმოშობა = [[საქართველო]], [[თბილისი]]
|ინსტრუმენტი = [[ფორტეპიანო]]
|ჟანრი = [[კლასიკური მუსიკა]]
|საქმიანობა =
|აქტიურობის წლები =
|ლეიბლი =
|ასოციაციები =
|საიტი =
|წევრები =
|ყოფილი წევრები =
|ხელმოწერა =
}}
 
'''თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი''' (დ. [[30 სექტემბერი]], [[1927]], [[თბილისი]] — გ. [[9 მარტი]], [[2013]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ([[1961]]). საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის]] პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე. თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ([[მანანა დოიჯაშვილი]], [[ალექსანდრე კორსანტია]], [[ელისო ბოლქვაძე]], მ.ნადირაძე, [[თამარ ლიჩელი]], [[ხატია ბუნიათიშვილი]] და სხვ.).
 
მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.
 
==კონკურსი==
2015 წელს დაარსდა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი. <ref name="konk">[https://borjomicompetition.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/ კონკურსის შესახებ[ </ref>
 
კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი [[თამარ ლიჩელი]]. პირველი ორი კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კონკურსის მიმართ ინტერესმა და მონაწილეთა უხვმა რაოდენობამ განაპირობა კონკურსისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება. <ref name="konk"/>
 
წლების განმავლობაში კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან [[ლიანა ისაკაძე]], [[ალექსანდრე კორსანტია]], [[სერგეი ბაბაიანი]] და სხვ. კონკურსი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში. მასში მონაწილეობის მიღება 6-დან 25 წლის ასაკის ჩათვლით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. <ref name="konk"/>
 
 
==ლიტერატურა==