გაეროს განვითარების პროგრამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/სოფია ქიტიაშვილი|სოფია ქიტიაშვილი]].|11|10|2020}}
 
 
'''გაეროს განვითარების პროგრამა''' (United Nations Development Programme, UNDP) — დაარსებულია [[1965]] წელს [[გაერო|გაეროს]] [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გენერალური ასამბლეის]] გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.
 
Line 5 ⟶ 8:
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.
 
==ისტორია==
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.undp.org/ UNDP-ის ოფიციალური საიტი] {{en}}
[[1965]] წლის 22 ნოემბერს, გაერთიანებული ერების სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად [[UNDP]] -ი დაეარსებინათ. [[1965]] წლამდე არსებობდა გაერთიანებული პროგრამა ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით ე. წ. ეპტა,(EPTA) რომელიც ექვსი სააგენტოს გაერთიანებით შეიქმნა. [[1949]] წელს დაარსდა გაეროს სპეციალური ფონდი, რომელიც ეპტა-სთან ერთად ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნავდა, მაგალითად იკვლევდა წყლისა და მიწის რესურსებს [[ბრაზილია]]ში.
 
(UNDP 2016) მას შემდეგ რაც [[1965]] წელს სპეციალური ფონდისა და ეპტა-ს შეერთება მოხდა, ჩამოყალიბდა [[UNDP]].
 
[[1997]] წლიდან დაფუძნდა UNDG, იმ მიზნით რომ განვითარების პროექტების უკეთესი კოორდინირება მომხდარიყო. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი ამავდროულად [[UNDP]]-ის ხელმძღვანელიცაა.
 
==პროექტები==
 
[[UNDP]]-ი აქტიურად თანამშრომლობს [[გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია|გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან]] და კიდევ 42 სახელმწიფოსთან [[უდაბნოს კალია|უდაბნოს კალიის]] წინაღმდეგ საბრძოლველად. აღნიშნული პროექტი რამდენიმე წელიწადში წარმატებით დასრულდა.
 
[[1970]] წლიდან განხორციელდა პირველი გლობალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა [[მექსიკა]]ში დიდი ოდენობით პროტეინის შემცველი [[სიმინდი]]ს კულტივირებას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ხდებოდა ასობით ადამიანის ტრენინგი სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, რათა მომხდარიყო სიმინდს წარმოების გაუმჯობესება.
 
[[1977]] წლიდან ამოქმედდა პროგრამა, სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერების მიერ ინფორმაციის გადაცემა (TOKTEN), პროგრამა ითვალისწინებს ემიგრირებული ექსპერტების უკან სამშობლოში დაბრუნებას, რათა მათ საკუთარ მშობლიურ ენაზე შეძლონ დაგროვებული ცოდნის გაზიარება. პროექტი დაიწყო თურქი ინჟინერის [[თურქეთი|თურქეთში]] დაბრუნებით და დღეს 25-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.
 
[[1978]] წლიდან მოქმედებს პროგრამა პალესტინელი ხალხისთვის (PAPP), რომელიც ითვალისწინებს სკოლების, საავადმყოფოებისა და ფერმების აშენებას.
 
[[1980]] წლიდან UNDP აქტიურად მუშაობს ე.წ. „მდინარის სიბრმავის“, პარაზიტული დაავადების წინააღმდეგ, ასევე ე.წ. guinea worm-ის წინააღმდეგ [[ნიგერია]]ში, რომელიც ასევე პარაზიტთა ოჯახის წარმომადგენელია და ძირითადად [[აფრიკა]]ში ყოველ წლიურად 10 მილიონ ადამიანს აავადებს.
 
UNDP ექსპერტებისა და ანტი-კორუფციული მეთოდების გატარებით სხვადასხვა ქვეყნებში მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, (მაგ. [[არგენტინა]] და [[სამხრეთ აფრიკა]]). UNDP აქტიურად უჭერს მხარს საარჩევნო დაკვირვებების პროცესებსაც.
 
UNDP-მა [[1986]] წლიდან დაიწყო პროექტი სახელწოდებით ,,Women in Development Division” რომელიც გულისხმობს პროდუქტიულ პარტნიორობას UNIFEM-თან, რაც მსოფლიოში ქალთა საკითხებზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
 
[[1988]] წლიდან UNDP-მა ჩაუშვა ახალი სატრენინგო პროგრამა სახელწოდებით, EMPRETEC პროექტის დაწყებიდან დღემდე, სატრენინგო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს უამრავ მეწარმეს.
 
[[1991]] წლიდან UNDP თანამშრომლობს [[მსოფლიო ბანკი|მსოფლიო ბანკთან]] ისეთი ადმინისტრაციული ინსტიტუტის საშუალებით, როგორიცაა გლობალური საინვესტიციო საშუალება (GEF), 2 მილიარდის ღირებულების ფონდი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს გარემოს შენარჩუნებაში ეხმარება. აღნიშნული ფონდი ხელს უწყობს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, მიწის შენარჩუნება, [[ოზონის შრე|ოზონის შრის]] დაცვა და სხვ. UNDP-მ [[1994]] წლის [[რუანდის გენოციდი|რუანდის გენოციდის]] შემდეგ, [[ტანზანია]]ში შექმნა მიგრანტთა ბანაკები და შემდგომ განავითარა მშვიდობის მშენებლობის პროგრამები, რომლებიც გულისხმობს მასწავლებლების, სამართალდამცავების, მოსამართლეების და სხვა მნიშვნელოვანი სახელწმიფო სტრუქტურების გადამზადებას.
 
UNDP წამყვანია [[შიდსი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში, [[1996]] წლიდან მოხდა UNAIDS-ის შექმნა. UNDP-ისა და გლობალური ფონდის პარტნიორობით შიდსის, [[მალარია|მალარიის]], [[ტუბერკულოზი]]ს წინააღმდეგ დანერგილი პროგრამების მეშვეობით ყოველ წლიურად 2,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება ხდება შესაძლებელი.
 
განვითარების პროგრამის მსოფლიო გამოკითხვა „ჩემი სამყარო“, რომელშიც 7 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას და რომლის 50%-საც ქალები შეადგენენ, მიზნად ისახავს იმ პრობლემების წარმოჩენას, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ მსოფლიოს გარშემო. ამ ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი წარმოდგენები დააფიქსირონ მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბებაში (UNDP 2016).
 
ამას გარდა UNDP განვითარებად ქვეყნებს ეხმარება ე.წ. ათასწლეულის განვითარების პროგრამ-ის მიღწევაში, რომელიც [[2000]] წლის ნიუ-იორკის სამიტის შემდეგ [[2015]] წლისათვის მსოფლიოში სიღარიბის განახევრებას ისახავდა მიზნად (Holtz 2010).
 
[[2014]]-[[2017]] წლებში მოქმედებდა ,,სტრატეგიული გეგმა [[2014]]-[[2017]]“ რომელიც ორიენტირის როლს თამაშობდა ამ მიზნების მიღწევაში. UNDP-ის ჩართულობის ფოკუსს წარმოადგენდა დემოკრატიული მმართველობა და სამართლიანი არჩევნები, ასევე კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა. UNDP-მა სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, მეტი ეფექტურობის მისაღწევად მისი რეგიონალური ოფისების ავტონომიურობის გაზრდა გადაწყვიტა, რომლებიც [[ნიუ-იორკი]]ს სათავო ოფისზე ნაკლებად დამოკიდებული იქნებოდნენ.
 
[[2015]] წელს, ათასწლეულის პროგრამ-ის შემდეგ, 189 სახელმწიფო შეიკრიბა და მხარი დაუჭირა ახალ პროგრამას სახელწოდებით: SDG(,,მდგრადი განვითარების მიზნები“, რომელიც მის წინამორბედ პროგრამის მიზნებს სცდება და აღიარებს ბალანს, ეკონომუკურ და სოციალურ ზრდას, და მეორეს მხრივ გარემოს განვითარებას შორის. (UNDP 2016) დღის წესრიგი 2030 ,,არის ყველაზე ამბიციური პროექტი მსოფლიოს ისტორიაში“- ნათქვამია UNDP-ის განცხადებაში. ,,ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და საერთაშორისო დონეზე მოვახდენთ ჩვენი მცდელობების ინტეგრაციას, ჯანმრთელობასა, ენერგიასა თუ კლიმატზე- ასე განვავითარებთ ყველა ფრონტს. მუდმივად მოვიძიებთ სხვადასხვა ეფექტებს მრავალსახოვანი ბენეფიტებისათვის, ისეთებს როგორებიცაა ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა, რომელიც გააუმჯობესებს ცხოვრებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა ჯანმრთელობა და მმართველობა. ჩვენ მოვახდენთ იმ პუნქტების იდენტიფიკაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს პროგრესს ჩვენი მიზნების მიღწევისაკენ. საბოლოო შედეგი კი ყველასათვის სამართლიანი და ინკლუზიური მსოფლიო იქნება.“ (UNDP 2016)
დემოკრატიული მმართველობა
 
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში UNDP-ი მხარს უჭერს და ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც გარდამავალ ისე არსებულ დემოკრატიებს. UNDP-ი არსებულ ქვეყნებში ცდილობს ინსტიტუციების გაძლიერებას, რჩევების მიცემას ტექნიკურ საკითხებში, დემოკრატიული რეფორმების და დიალოგის მხარდაჭერას.
 
==კრიზისების პრევენცია==
 
UNDP-ი აქტიურად მუშაობს როგროც შეიარაღებული კონფლიქტების ისე ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფების პრევენციაზე, ამისთვის UNDP-ი ცდილობს მოვლენებში თავიდანვე იყოს ჩართული. UNDP-ი მისი რეგიონალური ოფისების მეშვებით ცდილობს ხელი შეუწყოს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას. (UNDP, UNDP Strategic Plan: 2014-17 2016)
 
==ბიუჯეტი==
 
[[2008]] წლის მონაცემებით UNDP-ის განვითარების პროგრამებისათვის ხელმისაწვდომი იყო 1,1 მილიარდი დოლარი UNDP-ის 4,7 მილიარდი დოლარის რეგულარული ბიუჯეტიდან. ერთი მეხუთედი ყველა იმ ფინანსებისა, რასაც გაეროს ორგანიზაცია გაეროს ჩარჩოებში არსებული პროექტებისათვის გაიღებს, მოდის სწორედ UNDP-ზე. UNDP-ს ხშირად ბიუჯეტისათვის გაეროს სხვა პროგრამებთან უწევს კონკურენცია. მიმღები ქვეყნების მიმართ არის მოლოდინი, რომ ადგილობრივ ხარჯებს, ისეთს როგორიცაა ამა თუ იმ პროექტის რეალიზების ხარჯებს თავად ეს ქვეყნები იღებენ. ბევრი დონორი ქვეყანა უპირატესობას ანიჭებს პირად კავშირებს მიზნობრივ ფონდებთან თუ სპეციალურ ფონდებთან, რაც იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს მხოლოდ განსაზღვურლ პროექტებსა თუ ქვეყნებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ხშირად არის სხვაობა ქვეყნების მიერ გაღებულ დონაციასა და UNDP-ის რეალურ ბიუჯეტს შორის. მაგალითად თუ [[2015]] წელს [[გერმანია]]მ დონაციის სახით ორგანიზაციას 25,13 მილიონი დოლარი შესწირა, რეალურად თავად UNDP-ს მიღებული წილი შეადგენს 3,79 მილიონ დოლარს. (Hüfner 2016) [[2013]] წლიდან [[2014]] წლამდე მიზნობრივი დონაციამ 59% შეადგინა.
 
[[ამერიკის შეერთებული შტატები]], [[2014]] წლის მონაცემებით 500 მილიონ დოლარს უხდის UNDP-ის და ამით ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსურ კონტრიბუტორად ითვლება. [[გერმანია]] ყოველ წლიურად 150 მილიონ დოლარს იხდის, ხოლო [[ევროკავშირი]] ჯამში 400 მილიონ დოლარს. (Kürschner-Pelkmann 2016)
 
 
==ორგანიზაციის ხელმძღვანელობა==
 
UNDP-ს ხელმძღვანელობა რანგით მესამე უწყებააა გაეროს იერარქიაში, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი წარმომადგენლის შემდგომ. UNDP-ის აღმასრულებელი საბჭო შედგება 36 წარმომადგენელი ქვეყნისაგან, რომლებიც როტაციის პრინციპით იცვლებიან.
 
როგორც გაეროს სპეციალური ორგანო, UNDP მიეკუთვნება გაეროს ფონდებისა და პროგრამების იმ ჯგუფს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი წევრობა გაეროს ორგანიზაციაში. UNDP-ს მთავარი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო რომელიც [[1994]] წლიდან 36 წევრი ქვეყნისაგან შედგება, რომლებიც სამი წლით ირჩევიან. აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს UNDP-ს პოლიტიკაზე, აწესებს დღის წესრიგს და მათ რეალიზებას. კენჭს უყრის ბიუჯეტს და ათანახმებს ინტეგრიერებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომელთა ხანგრძლივობაც 3-5 წლამდეა და 5 წლიან ფინანსურ გეგმებზეა გათვლილი.
 
აღმასრულებელი საბჭო კონტროლს უწევს არა მარტო UNDP-ის საქმიანობას, არამედ გაეროს მოსახლეობის ფონდსაც (UNOPS).
წევრი ქვეყნებისაგან ყოველ წლიურად 12 ქვეყანა აყალიბებს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს. [[2006]] წლიდან 12 წევრი ქვეყნისაგან შემდგარმა ქვეყანამ, რომელიც ძირითადად დასავლეთ ევროპის სახელწიფოებისაგან შედგება განავითარეს როტაციის მექანიზმი. რეგიონალური გეოგრაფიის გადაწყვეტილებით განვითარებადი ქვეყნები 20 ხმით მეტს ფლობენ აღმასრულებელ საბჭოში. საბჭოში კონსტრუქციული მუშაობა არის განვითარებად(მიმღებ ქვეყნებსა) და დონორ(ინდუსტრიულ) ქვეყნებს შორის, რადგანაც გადაწყვეტილება ერთსულოვნად უნდა იქნეს მიღებული. (UNDP, Deutsche Gesellschaft für die Vereinte Nationen თ. გ.)
 
[[2009]] წლიდან UNDP-ს ადმინსტრაციას, [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]] ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელენ კლარკი ხელმძღვანელობდა. [[2017]] წლის 18 აპრილს, გაეროს გენერალური მდივანი [[ანტონიუ გუტერეში|ანტონიუ გუტერეშმა]] გენერალურ ასამბლეას მიმართა წერილით და მხარი დაუჭირდა გერმანელი გაეროსა და პოლიტიკის ექსპერტის ახიმ შტაინერის დანიშვნის. [[2017]] წლის 19 ივნისიდან ეს პოსტი სწორედ შტაინერმა დაიკავა.
 
UNDP-ი ასევე ხელმძღვანელობს ,,გაეროს კაპიტალის განვითარების ფონდს“, რომელიც იმისათვის შეიქმნა რათა განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს კაპიტალის ზრდაში. კრედიტები გაიცემა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ კერძო პირებზეც. UNDP- კოორდინაციას უწევს ასევე გაეროს მოხალისეებს, რომლის მეშვეობითაც 6000-ზე მეტი მოხალისე 130-მდე განვითარებად ქვეყნებში ჩართული არის მშვიდობისა და განვითარების პროექტების ფარგლებში. (Kürschner-Pelkmann 2016)
 
==მსოფლიო მოსახლეობის განვითარების ანგარიში==
 
[[1990]] წლიდან ყოველ წლიურად, ხდება მოფლიო მოსახლეობის განვითარების ანაგრიშ-ის წარდგენა რომელიც მიზნად ისახავს, არა ქვეყნის განვითარების არამედ, იმ გარემო პირობების შეფასებას სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება. UNDP-ისათვის ამ ყოველ წლიურ მოხსენებებს იკვლევს მოსახლეობის განვითარების სამსახური. ამ ანალიზებში ვითარების შესაფასებლად იყენებენ ე.წ. ,,ადამიანური განვითარების ინდექსს“, რომელიც აერთიანებს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა განათლების ხარისხი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. მოგვიანებით ამ ინდიკატორებს დაემატა წერა-კითხვის ცოდნა, და მსყიდველობითი უნარი.
 
[[2019]] წლის მოხსენების მთავარი დევიზი არის „შემოსავლის მიღმა, საშუალოს მიღმა, დღევანდელი დღის მიღმა: უთანასწორობები ადამიანურ განვითარებაში 21-ე საუკუნეში“(Beyond income, beyond averages, beyond today: Inequalities in human development in the 21st century”). შემოსავლის მიღმა, ამ ასპექტში იგულისხმება რომ მართალია შემოსავლის ოდენობა დოლარსა თუ სხვა რომელიმე ვალუტაში ასახავს ადამიანის განვითარებას, მაგრამ იგი არაა საკმარისი საერთო სურათის შესაფასებლად, რადგან არსებობს დიდი უთანასწორობები ჯანმრთელობის, განათლების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
 
საშუალოების მიღმა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ერთი განზომილება არაა საკმარისი საზოგადოების უთანასწორობის სრული სურათის შესაქმნელად. აგრეთვე, დღევანდელი დღის მიღმა ასპექტში იგულისხმება, რომ ორი მთავარი მოვლენა ცვლის 21-ე საუკუნეს, კლიმატის ცვლილებები და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. კლიმატის ცვლილებები მოწყვლად ჯგუფებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ, მაშინ როცა ტექნოლოგიური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტი ქვეყნებისთვის და ინდივიდებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე გახდეს.- ნათქვამია [[2019]] წლის მოხსენების მიმოხილვაში. (UNDP 2019)
 
==კეთილი ნების ელჩები==
 
წარმოადგენს მოხალისეობრივ კამპანიას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობად სახეებს იქნება ეს მეცნიერება, სპორტი თუ ხელოვნება. ამ კამპანიის მიზანია, სწორედ ამ ვარსკვლავების სახით მსოფლიოში სიღარიბესა და უთანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცნობიერებეის ამაღლება. ამ კამპანიის სათავეში არიან ისეთი გამოჩენილი სახეები, როგორებიცაა: ხელოვანი [[ოლაფურ ელიასონი]], მსახიობები [[ანტონიო ბანდერასი]], ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ, სპორტსმენი [[მარია შარაპოვა]] და სხვ. (UNDP, Goodwill Ambassadors თ. გ.)
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.undp.org/ UNDP-ის ოფიციალური საიტი] {{en}}
*[https://www.bpb.de/politik/hintergrund-aktuell/68995/unmillenniumsgipfel-20-09-2010. Holtz, Uwe. 2010. UN-Millenniumsgipfel. სექტემბერი 20. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://dgvn.de/fileadmin/user_upload/DOKUMENTE/Deutschland_UN-Finanzierung_Huefner/Tabellen/Tabelle_II.04-02_Top10_UNDP.pdf. Hüfner, K. 2016. "UNDP: Die zehn größten Beitragszahler, 1991 bis 2015 (in Mio. US-Dollar und Prozent)." UNDP. აპრილი. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://dgvn.de/meldung/eine-zwischenbilanz-50-jahre-un-entwicklungsprogramm-undp/. Kürschner-Pelkmann, Frank. 2016. Eine Zwischenbilanz: 50 Jahre UN-Entwicklungsprogramm UNDP . თებერვალი 16. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://dgvn.de/meldung/eine-zwischenbilanz-50-jahre-un-entwicklungsprogramm-undp/. 2016. Eine Zwischenbilanz: 50 Jahre UN-Entwicklungsprogramm UNDP. თებერვალი 16. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://www.un.org/en/sections/about-un/funds-programmes-specialized-agencies-and-others/index.html. UN. n.d. Funds, Programmes, Specialized Agencies and Others. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://web.archive.org/web/20110924113646/http://www.un.org/sg/senstaff_details.asp?smgID=9. n.d. senior management group . Accessed მაისი 17, 2020.]
*[https://dgvn.de/un-im-ueberblick/deutschlands-beitraege/ii-ausgewaehlte-un-fonds-und-programme/ii04-undp/. UNDP. n.d. Deutsche Gesellschaft für die Vereinte Nationen. Accessed მაისი 15, 2020.]
*[https://www.undp.org/content/undp/en/home/goodwill-ambassadors.html. n.d. Goodwill Ambassadors. Accessed მაისი 15, 2020.]
*[http://hdr.undp.org/sites/default/files/hdr_2019_overview_-_english.pdf. UNDP. 2019. Human Development Report 2019, Beyond income, beyond averages, beyond today: Inequalities in human development in the 21st century. Overview, New York: United Nations Development Programme.]
*[http://hdr.undp.org/en/. n.d. UNDP. Accessed მაისი 17, 2020.]
*[https://www.undp.org/content/undp/en/home/librarypage/corporate/Changing_with_the_World_UNDP_Strategic_Plan_2014_17/. 2016. UNDP Strategic Plan: 2014-17. მაისი 3. Accessed მაისი 17, 2020.]
*[https://www.eurasia.undp.org/content/rbec/en/home/presscenter/pressreleases/2018/undp-launches-us70-million-initiative-to-help-georgia-adjust-to-.html. n.d. UNDP to launch US$70 million initiative to help Georgia adjust to climate change. Accessed მაისი 16, 2020.]
*[https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/environment-and-energy/ongoing-projects.html. n.d. გარემოს დაცვა & ენერგეტიკა. Accessed მაისი 16, 2020.]
 
 
[[კატეგორია:გაერო|განვითარების პროგრამა]]