ლაზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+de
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''ლაზიკა''', ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის [[ეგრისის სამეფო | ეგრისის სამეფოს]] ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. [[რიონი | რიონის]] ქვემო დინებასა და მდ. [[ჭოროხი | ჭოროხის]] შესართავს შორის (გვიანდელი [[გურია]], [[საჯავახო(მხარე) | საჯავახო]]-[[საჩინო (მხარე)| საჩინოს]] ჩათვლით და [[შავი ზღვა | შავი ზღვის]] [[აჭარა | აჭარის]] სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII [[საუკუნე | საუკუნეში ]]ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ [[საქართველო | საქართველოს]] [[ლაზიკის სამეფო | ლაზიკის სამეფოს]] უწოდებდნენ. [[პროკოპი კესარიელი |პროკოპი კესარიელის]] (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო [[აგათია სქოლასტიკოსი]] (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. [[სამტრედიის რაიონი | სამტრედიის რაიონის]] სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, [[თიხა | თიხის]] ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი [[პეტრა]] (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, [[ქობულეთის რაიონი]]). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი [[გურია | გურიის]] სახელით მოიხსენიება.
 
==ლიტერატურა==
* ''ლომოური ნ.,'' ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968;
*''ჯავახიშვილი ივ.'' თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;
*''მუსხელიშვილი დ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 106, თბ., 1983
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაზიკა“-დან