საქართველოს პარლამენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''საქართველოს პარლამენტი''' — [[საქართველო]]ს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციით]] დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს [[საქართველო მთავრობა|მთავრობის]] საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.<ref>[[საქართველოს კონსტიტუცია]], თავი მესამე - საქართველოს პარლამენტი, მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება .</ref>
 
<!--უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს [[საქართველოს მთავრობა|მთავრობის]] საქმიანობას.-->
საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციაში]] არსებული ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: ქვედა პალატა - ''რესპუბლიკის საბჭო'' და ზედა პალატა — ''სენატი''. <ref>[[საქართველოს კონსტიტუცია]], თავი მესამე - საქართველოს პარლამენტი, მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები.</ref>
 
<!--პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (''მუხლები: 48-68''), პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.-->