1 038
რედაქტირება
== ფრენბურთი ==
'''საქართველოში ფრენბურთი [[1926]] წელს შემოვიდა.''' ამ საქმეს მოთავეობდნენ [[მიხეილ ცხვედაძე]], [[ლევან ფალავანდიშვილი]], [[გრიგოლ იოსებაშვილი]], ივანე ბაქრაძე და [[მიხეილ პეროვი]]. მოგვიანებით ამ ჯგუფს შეუერთდნენ [[არჩილ წერეთელი]], [[ალექსანდრე პაცკევიჩი]], [[შალვა დიასამიძე]], გიორგი ავალიშვილი, [[გიორგი საყვარელიძე]] და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში [[1927]] წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. [[1930-იანები|1930-იან]] წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება “პიშჩევიკის” მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[სოხუმი|სოხუმში]], [[გაგრა|გაგრაში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[ცხინვალი|ცხინვალში]], [[ფოთი|ფოთში]], [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშსა]] და [[ახალქალაქი|ახალქალაქში]].
[[1932]] წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. შემდეგი წლიდან [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] პირველობაში ჩაება თბილისის კაცთა ნაკრები, [[1935]] წელს კი – ქალთა გუნდი. ომამდელ წლებში თბილისელი ფრენბურთელები (კაცები) სსრკ ჩემპიონატის საუკეთესოთა ხუთეულში შედიოდნენ. თბილისის “ნაუკამ” ([[1958]] წლიდან – “ბურევესტნიკი”) [[1938]] წლის ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა, [[1940]] წელს კი მესამე იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ [[კონსტანტინე ლომინაძე]], [[ალექსანდრე იაკუშევი]], [[გივი ახვლედიანი]], [[სერგო ტარახჩიანი]], [[არჩილ ჭირაქაძე]],
თბილისის ქალთა გუნდმა სსრკ ჩემპიონატში [[1936]] წელს III ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, [[1952]]-
[[1960-იანები|1960-იან]] წლებში თბილისის “ბურევესტნიკის” კაცთა გუნდი იმდენად გაძლიერდა, რომ მის ბაზაზე შექმნილმა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] სტუდენტთა ნაკრებმა [[1963]] წელს მსოფლიო უნივერსიადა მოიგო. იმავე წელს ბურევესტნიკელებმა საქართველოს ნაკრების სახელით სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში III ადგილი დაიკავეს. საქართველოში აღზრდილმა ფრენბურთელებმა არაერთხელ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლები, მაგრამ იმ დროისთვის ქართულ კლუბებში უკვე აღარ გამოდიოდნენ. გამონაკლისია ტოკიოს ოლიმპიადის ([[1964]]) ჩემპიონი [[ვაჟა კაჭარავა]], რომელიც [[1965]] წლამდე თბილისის “ბურევესტნიკში” თამაშობდა, შემდეგ კი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა. უფრო ადრე, [[1952]] წელს, თბილისის “ლოკომოტივიდან” მოსკოვის ცსკა-ში მიიწვიეს [[გივი ახვლედიანი]] – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, შემდგომში წარმატებული მწვრთნელი (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იგი XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა).
კაჭარავასთან ერთად ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბათუმელი [[სტანისლავ ლუგაილო]], რომელმაც ადრე დატოვა საქართველო და რიგის “დაუგავაში” თამაშობდა. თბილისის “ბურევესტნიკში” დაოსტატდა ოლიმპიური თამაშებისა ([[1980]]) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი [[ვლადიმერ დოროხოვი]] (შემდგომში ცსკა-ს და ლენინგრადის “სპარტაკის” წევრი).
ახალი თაობის ფრენბურთელთაგან უნდა გამოვყოთ საფრანგეთის კლუბის, “კანის” თბილისელი კაპიტანი ვიქტორია რავა. მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თავად რავა კი ტურნირისა და საფრანგეთის [[2003]] წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
'''
== აკრობატიკა ==
|
რედაქტირება