სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ფარიკაობა ==
'''საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას''' უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.
 
საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა [[ქუთაისი|ქუთაისის]] კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა [[რუდოლფ ვაისი|რუდოლფ ვაისმა]]. [[1887]] წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, [[1894]] წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა [[პეტრე სალტიკოვი|პეტრე სალტიკოვმა]] [[თბილისი|თბილისში]] დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით [[1900]] წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
 
საქართველოს მოფარიკავეები [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატში [[1944]] წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი [[1948]] წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – [[გიგა ერისთავი]]; ხმალი, გუნდური – [[ალექსანდრე ბათმანოვი]]). [[1949]] წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა [[ალექსანდრე ადაროვი|ალექსანდრე ადაროვმა]] მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში [[ოთარ დიდებულიძე|ოთარ დიდებულიძემ]] და [[ბორის ბონდარევი|ბორის ბონდარევმა]] ([[1941]]), ქალებში – [[იზოლდა ესაიაშვილი|იზოლდა ესაიაშვილმა]] ([[1958]]).
 
[[1950-იანები|1950-იან]] წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: [[ლევ გოლოვნია]], [[აკაკი მეიფარიანი]], [[ანატოლი ფიოდოროვი]]. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე [[გურამ კოსტავა|გურამ კოსტავამ]], რომელმაც  [[1959]] წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო, [[1960]]), ოლიმპიური ჩემპიონობა კი [[ნუგზარ ასათიანი|ნუგზარ ასათიანმა]] მოიპოვა ([[1964]] – ხმალი, გუნდური).
 
[[1960-იანები|1960-იანი]] წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. კოსტავასა და ასათიანის გარდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს [[იური ოსიპოვი|იური ოსიპოვმა]], [[რევაზ ცირეკიძე|რევაზ ცირეკიძემ]], [[მორის სახვაძე|მორის სახვაძემ]], გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: [[ტრიფონ მესხი]], [[სიმონ საყვარელიძე]], [[შოთა დარასელია]]. მოგვიანებით უმაღლესი სპორტული ტიტულები დაიმსახურა  რაპირისტმა [[ვლადიმერ აფციაური|ვლადიმერ აფციაურმა]] (მწვრთნელები – [[მალხაზ გაბუნია]], [[სიმონ აჯიმამუდოვი]]). მან [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ([[1982]]), შემდეგ კი სეულის [[1988]] წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.
 
დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო.
 
'''[[საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია]].''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[27 ივნისი|27 ივნისს]]. [[1992]] წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა (FIE) და ევროპის ფარიკაობის კავშირის (UEF) წევრია. პრეზიდენტი: [[არჩილ გოგელია]] ([[1991]]-?),  <nowiki/>[[ზაზა მჭედლიძე]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=50</ref>
 
== ფრენბურთი ==
1 038

რედაქტირება