სირცხვილია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
==მოვლენათა განვითარება==
 
[[მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა|მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის]] 26-ე სესია [[თბილისი|თბილისში]] 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. გახსნის ღონისძიება [[სახელმწიფო ცერემონიალების სასახლე|სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში]] ჩატარდა. მას, გავრილოვის გარდა, სხვა რუსი დეპუტატებიც ესწრებოდნენ - [[ივან სუხარევი]], [[ალექსეი ჩეპა]], [[ნიკოლაი ზემცოვი]], [[ირინა კუზმინა]], [[ალექსანდრ ფომენკო]] და [[ელენე კამინსკაია]]. გავრილოვმა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისასალმებელი სიტყვა თქვა. ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა „[[რუსეთი ოკუპანტია|რუსეთი ოკუპანტიას]]“ წარმომადგენლებმა რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, მარიამ დოლიძე და სხვები, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სირცხვილის დერეფანში გაატარეს.<ref>[https://rustavi2.ge/ka/news/136357 „რუსეთი ოკუპანტია“ „პუტინი ხ..ლო“ - გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სირცხვილის დერეფანში გაატარეს]</ref> აქტივისტები ტრანსპარანტებით დახვდნენ და ისმოდა საპროტესტო შეძახილები.
 
გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისის დილას პარლამენტთანაც შეიკრიბნენ. მას შემდეგ კი, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა. სერგეი გავრილოვს სხდომის წაყვანაში ხელი [[ევროპული საქართველო|ევროპული საქართველოს]] დეპუტატებმა, [[ელენე ხოშტარია]]მ და [[გიორგი კანდელაკი (პოლიტიკოსი)|გიორგი კანდელაკმა]] შეუშალეს. ისინი სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, საპროტესტო პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ.