მადამ დე მონტესპანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
not the right person
ხაზი 38:
 
=== ქორწინება ===
[[ფაილი:Louis Henri de Pardaillan de Gondrin, Marquis of Montespan by Nicolas de Largillière.jpg|მინი|ფრანსუაზის მეუღლე, მონტესპანის მარკიზი ლუი ანრი ]]
1663 წლის 28 იანვარს ფრანსუაზ ათენა ცოლად შერთეს მონტესპანის მარკიზ ლუი ანრი დე პარდაილანს, რომელიც მასზე ერთი წლით უმცროსი იყო. მადამ დე ლა ფაიეტის დღიურებიდან ვიგებთ, რომ ფრანსუაზისათვის ეს ქორწინება არასასურველი იყო, რადგან ამ დროს იგი შეყვარებული იყო სხვა ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ნუარმუტიეს ჰერცოგი ლუი დე ლა ტრემუალი იყო, რომელიც ფრონდაში მონაწილეობის გამო საფრანგეთიდან იქნა გაძევებული. მაშინ, როდესაც ტრემუალი ესპანეთში დუელში მოკლეს, ფრანსუაზი მონტესპანზე დანიშნეს. საქორწინო ცერემონიალი პარიზში შედგა, წმინდა ოსტატეს სახელობის სამლოცველოში. ქორწილიდან მალევე ფრანსუაზი თავის პირველ შვილდე დაფეხმძიმდა. 1663 წლის 17 ნოემბერს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც კრისტინა დაარქვეს. ცნობილია, რომ მიუხედავად გართულებული მშობიარობისა, ბავშვის გაჩენიდან ორ კვირაში ფრანსუაზი სამეფო ბალზე ბალეტსაც კი ცეკვავდა. როგორც აღმოჩნდა, იგი ამ დროს უკვე მეორე ბავშვზე იყო ორსულად, რომელიც ცეკვის გამო მოეშალა. ფრანსუასა და მის ქმარს სულ ორი შვილი ჰყავდათ: