ბუბა კიკაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
 
}}
'''ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე''' (დ. [[19 ივლისი]], [[1938]], [[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]]) — [[ქართველები|ქართველი]] კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი და პოლიტიკოსი. [[საქართველოს სახალხო არტისტი]] (1980), [[სსრკ სახელმწიფო პრემია|სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების]], [[ვახტანგ გორგასლის ორდენი|ვახტანგ გორგასლის III ხარისხის]], ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. [[თბილისის საპატიო მოქალაქე]] (1999). 1999 წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
 
1959–1965 წლებში სწავლობდა [[თსუ|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], 1961–1963 წლებში [[უცხო ენათა ინსტიტუტი |უცხო ენათა ინსტიტუტში]]. [[1959]] წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. [[1967]] წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „[[ორერა (ანსამბლი)|ორერას“]] სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „[[არ დაიდარდო (ფილმი)|არ დაიდარდო]]“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „[[მიმინო (ფილმი)|მიმინო“]] (1978).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუბა_კიკაბიძე“-დან