ბაგრატ I კურაპალატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
|ქორწინება =
|შვილები = [[დავით I კურაპალატი]]<br />ადარნასე<br />აშოტ
|დინასტია = [[ბაგრატიონებიბაგრატიონი (დინასტია)|ბაგრატიონი]]
|მამა = [[აშოტ I დიდი]]
|დედა =
ხაზი 29:
'''ბაგრატ I კურაპალატი''' — [[ტაო-კლარჯეთის სამეფო|ტაო-კლარჯეთის]] მთავარი ([[826]]-[[876]]), ძე [[აშოტ I დიდი|აშოტ I კურაპალატისა]].
 
დაახლოებით [[830]] ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული<ref>ტაო-კლარჯეთის სამეფო ტახტზე ავიდა ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ I). მასაც ბიზანტიის კეისარმა [[მიხეილ II (ბიზანტია)|მიხეილ II-მ]] კურაპალატის ტიტული უბოძა.</ref> იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით [[843]] მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს [[მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა|მუჰამად იბნ ხალიდს]] [[თბილისი]]ს ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით [[საჰაკი]]ს მოკავშირე გახდა. ქართლში [[ბუღა თურქის შემოსევა|ბუღა თურქის ლაშქრობისას]] ([[853]]) ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის ლაშქართან ბრძოლაში [[კვერცხობი|კვერცხობთან]], მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო.
 
ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი [[გრიგოლ ხანძთელი]] იყო.
 
841 წლისთვის ბაგრატ I-ს უკვე გათავისუფლებული ჰქონდა არაბებისგან მთელი [[მესხეთი]].
842 წელს გაათავისუფლა შიდა ქართლი.
852 წელს ბაღდადის ხალიფამ მუთავაქილმა 30 000-იანი არმია გამოგზავნა საქართველოში [[ბუღა თურქი|ბუღა თურქის]] სარდლობით, რომელმაც უდაბნოდ აქცია ის ტერიტორია, სადაც კი ფეხი დადგა. ჯერ მარტო 853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს 50 000 ტფილისელს ერთ დღეს გამოსჭრა ყელები.
ეს უმძიმესი ტრაგედია სასტიკად განიცადა ბაგრატის უმცროსმა ძმამ [[გვარამ მამფალი|გვარამ მამფალმა]] ([[მამფალი|მამუფალი]]) და აღიკაზმა არაბების წინააღმდეგ. ამ საკითხში უთანხმოება ჩამოვარდა ძმებს შორის და მაინც, გვარამმა მესხეთიდან და [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლიდან]] კუდით ქვა ასროლინა [[სარკინოზები|სარკინოზებს]].
ტაო-კლარჯეთის სახელმწიფო დღითიდღე იზრდებოდა და მდიდრდებოდა. მის ფარგლებში უკვე მოექცა: მესხეთი ([[ჯავახეთი]], [[არტაანი]], [[სამცხე]], [[შავშეთი]], [[კლარჯეთი]], [[ნიგალი]], [[აჭარა]], [[ტაო]], [[სპერი (მხარე)|სპერი]], [[პარხალი]]), ქვემო ქართლი, [[შიდა ქართლი]] და ლიხთიმიერი ქართლი ([[არგვეთი]]: – ლიხის მთიდან შორაპნამდე).
 
876 წელს გარდაიცვალა ბაგრატ I, კურაპალატი.
 
ბაგრატს დარჩა სამი ვაჟი: [[დავით I კურაპალატი|დავითი]], ადარნასე და აშოტი.<ref>ტარიელ მუმლაძე „ქართველ მეფეთა ქრონოლოგია“. თბილისი, 2008. გვ. 84.</ref>
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|127|ბოგვერაძე ა.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დაიწყე ყუთი}}