საქართველოს ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იგი იყო საჭირო მაგრამ შენ რომ შენ 9
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''[[საქართველო]]ს''' ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება [[დიაოხი]] და [[კოლხა]] მდინარე ჭოროხის აუზში ძვ. წ. II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ. წ. VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ [[კოლხეთის სამეფო]]. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ. წ. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა [[იბერია|იბერიის სამეფო]]. სწორედ იბერიის მეფეს [[ფარნავაზ I|ფარნავაზს]] უკავშირდება [[ქართული დამწერლობა|ქართული დამწერლობის]] შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს [[რომის იმპერია]]მ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, [[სასანიდები|სპარსეთის]] გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: [[ლაზიკის სამეფო|ლაზების]], [[აფშილეთი|აფშილების]], [[აბაზგია|აბაზგების]] და [[სანიგეთი|სანიგების]]. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - [[ლაზიკის სამეფო|ლაზიკა]].
 
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო [[ბიზანტია|ბიზანტიელებმა]] ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა [[ომაიანები|არაბებმა]] დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: [[კახეთის სამთავრო]] (საქორეპისკოპოსო) და [[ჰერეთის სამეფო]]. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა [[აფხაზთა სამეფო]]. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა [[ტაო-კლარჯეთის სამეფო|ტაო-კლარჯეთის სამთავრო]], რომელსაც უკვე [[888]] წლიდან [[ქართველთა სამეფო]] ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები [[ერთიანი საქართველო|გაერთიანდა]], ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]] გახდა. [[XII საუკუნე|XII საუკუნეში]] აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]] და ბოლოს [[თბილისის საამირო]]. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჯუკების]] ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მოღვაწეობის პერიოდი.
38 516

რედაქტირება