დევი ჭანკოტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1982]] წელს დაამთავრა [[თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი]]. [[1982]]-[[1990]] წლებში მსახურობდა [[საბჭოთა კავშირი]]ს შეიარაღებულ ძალებში. [[1991]]–[[1992]] წლებში იყო ქ. [[გორი]]ს მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, [[1992]]–[[1994]] წლებში — [[საქართველოს ეროვნული გვარდია|ეროვნული გვარდიის]] საარტილერიო პოლკის მეთაური, [[1994]]–[[1995]] — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996–1999), არტილერიას (1999-2000). [[2000]]–[[2004]] წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, [[2004]]-[[2005]] — სამხედრო წარმომადგენელი [[დსთ]] ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. [[2005]] წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო [[2007]] წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. [[2008]] წლის აგვისტოს [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. [[2009]] წლის [[5 მარტი]]დან [[2012]] წლის [[8 ოქტომბერი|8 ოქტომბრამდე]] იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.
 
[[2020]] წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა „[[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში]]“.<ref>{{Cite web | url = https://netgazeti.ge/news/458003/ | title = დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს | publisher = ''netgazeti.ge'' | date = 4 ივნისი, 2020 | accessdate = 22 აგვისტო, 2020}}</ref> [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020|ამა წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში]] პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.<ref>{{Cite web | url = https://netgazeti.ge/news/476304/ | title = ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან | publisher = ''netgazeti.ge'' | date = 20 აგვისტო, 2020 | accessdate = 22 აგვისტო, 2020}}</ref> თუმცა მაჟორიტარული სიის ოფიციალურ წარდგენაზე ამ ოლქში [[ნანუკა ჟორჟოლიანი]]ს კანდიდატურა დასახელდა.<ref>{{Cite web | url = https://netgazeti.ge/news/484016/ | title = ოლქში, სადაც ჟორჟოლიანი წარადგინეს, დევი ჭანკოტაძე იყო დასახელებული – რა მოხდა? | publisher = ''netgazeti.ge'' | date = 2020-09-23 | accessdate = 23 სექტემბერი, 2020}}</ref> [[2020]] წელს [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“]] წარადგინა პარტიული სიის მეექვსე ნომრად. <ref> [https://www.ambebi.ge/article/249576-pirveli-nomeri-buba-kikabize-ikneba-nacionaluri/ პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია] </ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==