სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 247:
'''საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული.''' ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს.
 
[[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]] [[1935]] წელს ნაპოვნ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ სხვა მასალებსაც იყენებდნენ, “მშვილდმოქმედნი აკეთებდნენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან” ([[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]], “<nowiki/>[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]]”). მარჯვე მოისართა შორის მოიხსენიებიან ცნობილი მოღვაწენი და ლიტერატურული გმირები: “იყო ესე [[ლაშა გიორგი|ლაშა-გიორგი]] – ახოვანი, ძლიერი, მხნედ მოისარი” (მემატიანე); [[გიორგი მესამე]] იყო “ვითარ ჩუბინ უცდენელი მსროლელი” (“<nowiki/>[[ქართლის ცხოვრება]]”); “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა” ([[მოსე ხონელი]]); “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია” ([[შოთა რუსთაველი]]); “დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები, მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები” ([[არჩილი]]); “უნდა მშვილდი დაწეული” ([[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორე]]). მიზანში ზუსტად მსროლელს ჩუბინს ეძახდნენ.
 
[[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანის]] განმარტებით, ჩუბინი “ესე არს კაცი ისართა, თოფთა, ქვათა უცდენელად ისროდეს”. მშვილდოსნობაში საგანგებო საწვრთნელი ვარჯიშები იმართებოდა, სამიზნე საგანს განსაზღვრულ სიმაღლეზე შემოდებდნენ და მას სასაგნოს უწოდებდნენ. “სასაგნო ასაბადი. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ხელის წაყრის სიმარჯვისათვის” ([[სულხან-საბა ორბელიანი]]).
ხაზი 260:
 
== ტაეკვანდო ==
'''საქართველოში ტაეკვონდო დაინერგა [[1991]] წელს'''. ამ საქმეს სათავეში ედგა [[ავთანდილ მიქაძე]], რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და მეხუთე დანი მოიპოვა. ტაეკვონდოს ჯგუფები (კაცებისა და ქალების) გაიხსნა [[თბილისი|თბილისში]], [[ხაშური|ხაშურში]], [[წყალტუბო|წყალტუბოში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[ფოთი|ფოთსა]] და [[ახალქალაქი|ახალქალაქში]]. [[1993]] წლიდან რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, [[1995]] წლიდან კი საქართველოს ნაკრების წევრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. [[1997]] წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის მოეწყო სემინარები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ტაეკვონდოს ევროპის კავშირის ტექნიკური დირექტორი, მეცხრე დანის მფლობელი, დოქტორი [[სეო მიონ სოო]]. [[2003]] წლიდან თბილისში ტარდება საერთაშორისო ტურნირი.
 
'''[[საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია.]]''' დაფუძნდა [[1993]] წელს. [[1995]] წლის ნოემბრიდან ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციისა (WTF) და ევროპის ტაეკვონდოს კავშირის (ETU) წევრია. პრეზიდენტები: [[ავთანდილ მიქაძე]] ([[1993]] -95[[1995]], [[2005]]-იდან), [[კონსტანტინე გედევანიშვილი]] ([[1995]]-[[2004]]), [[სულხან ბაბუაძე]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=45</ref>
 
== მძლეოსნობა ==
'''ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.)''' ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. [[აპოლონიოს როდოსელი|აპოლონიოს როდოსელის]] “არგონავტიკაში” ვკითხულობთ: “კოლხები“<nowiki/>[[კოლხები]] აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. ძველ ქართულში “რბენის” მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ., [[ბასილი ზარზმელი]] მას “სრბას” უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი – “მკვირცხლობას” და “ფეხით მალობას”, არჩილ მეფე – “ფეხმსუბუქობას”.
 
რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი (“ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა”. [[სულხან-საბა ორბელიანი]]), ფუნდრუკი (“ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა”. [[სულხან-საბა ორბელიანი]]).
 
მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. [[1848]] წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე.წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მიწურულს საქართველოში მოვლინებულმა ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” ემისრებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში მძლეოსნური დისციპლინებიც ჩართეს.
 
პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი [[1918]] წელს [[თელავი|თელავში]] ჩამოყალიბდა და მას [[გიორგი ჩიკვაიძე]] ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. [[1925]] წელს საქართველოს სსრ ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, [[ბორის დიაჩკოვი]], [[არჩილ ბაქრაძე]] და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის.
 
მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო [[1922]] წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო [[ბორის დიაჩკოვი]], რომელმაც 100 მ 12,4 წამში გაირბინა. [[1930-იანები|1930-იან]] წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს [[ბორის დიაჩკოვმა]], [[დიმიტრი იოსელიანმა]], [[ჰერტრუდა მაიერმა]], გიორგი შხვაცაბაიამ. [[1936]] წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა [[დიმიტრი იოსელიანი]] (348,5 სმ), [[1939]] წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა [[ნინო დუმბაძე|ნინო დუმბაძემ]] (49,11 მ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა. მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო [[1935]] წელს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს [[ლევან სანაძემ]], [[ნადეჟდა დვალიშვილდვალიშვილი-ხნიკინა|ნადეჟდა დვალიშვილ ხნიკინამ]], [[ელენე გოკიელმა]], [[ალექსანდრე შჩერბინა|ალექსანდრე შჩერბინამ]], [[იური დიაჩკოვმა]], [[რევაზ ქვაჩაკიძე|რევაზ ქვაჩაკიძემ]], [[ლამარა ტუღუში|ლამარა ტუღუშმა]], [[რევაზ ტრაპაიძე|რევაზ ტრაპაიძემ]], [[ედუარდ ლომთაძე|ედუარდ ლომთაძემ]], [[ლიუდმილა იევლევა|ლიუდმილა იევლევამ]], [[გურამ გუდაშვილი|გურამ გუდაშვილმა]], [[ანდრო ბედუკაძე|ანდრო ბედუკაძემ]] და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: [[ანატოლი მოშიაშვილი]], [[საიდა გუმბაგუნბა]], [[მაია აზარაშვილი]], [[ოლეგ სტრიჟაკოვი]], [[ბესიკ გოცირიძე]] და [[ტარიელ ბიწაძე]].
 
ისტორიული მნიშვნელობისა იყო [[რობერტ შავლაყაძე|რობერტ შავლაყაძის]] გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს [[ჯონ თომასი|ჯონ თომასს.]] სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამმხტომელი [[ვიქტორ სანეევი]], რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი [[მაია აზარაშვილი|მაია აზარაშვილმა]] აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) – [[სეული|სეულში]] [[1988]] წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.
 
'''[[საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია]]'''. დაფუძნდა [[1991]] წლის [[30 აპრილი|30 აპრილს]]. [[1992]] წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია. პრეზიდენტი – [[თამაზ მდინარაძე]] ([[1991]]-?), [[ალექსი ახვლედიანი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=26</ref>
 
== ნიჩბოსნობა ==