სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 247:
'''საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული.''' ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს.
 
[[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]] [[1935]] წელს ნაპოვნ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ სხვა მასალებსაც იყენებდნენ, “მშვილდმოქმედნი აკეთებდნენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან” ([[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]], “აღწერა“<nowiki/>[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა”საქართველოსა]]”). მარჯვე მოისართა შორის მოიხსენიებიან ცნობილი მოღვაწენი და ლიტერატურული გმირები: “იყო ესე [[ლაშა გიორგი|ლაშა-გიორგი]] – ახოვანი, ძლიერი, მხნედ მოისარი” (მემატიანე); [[გიორგი მესამე]] იყო “ვითარ ჩუბინ უცდენელი მსროლელი” (“ქართლის“<nowiki/>[[ქართლის ცხოვრება”ცხოვრება]]”); “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა” ([[მოსე ხონელი]]); “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია” ([[შოთა რუსთაველი]]); “დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები, მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები” ([[არჩილი]]); “უნდა მშვილდი დაწეული” ([[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორე]]). მიზანში ზუსტად მსროლელს ჩუბინს ეძახდნენ.
 
[[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანის]] განმარტებით, ჩუბინი “ესე არს კაცი ისართა, თოფთა, ქვათა უცდენელად ისროდეს”. მშვილდოსნობაში საგანგებო საწვრთნელი ვარჯიშები იმართებოდა, სამიზნე საგანს განსაზღვრულ სიმაღლეზე შემოდებდნენ და მას სასაგნოს უწოდებდნენ. “სასაგნო ასაბადი. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ხელის წაყრის სიმარჯვისათვის” ([[სულხან-საბა ორბელიანი]]).
 
როგორც სპორტის სახეობა, მშვილდოსნობა საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა. ქუთაისელი სპეციალისტის [[შალვა ჯაშიაშვილი|შალვა ჯაშიაშვილის]] თაოსნობით მოეწყო მწვრთნელთა მოსამზადებელი პირველი სემინარი. მშვილდოსანთა პირველი შეჯიბრებები გაიმართა [[ქუთაისი|ქუთაისში]], შემდეგ – [[თბილისი|თბილისსა]] და [[ბათუმი|ბათუმში]], მოგვიანებით – [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[თელავი|თელავში]]. ეს სახეობა დაინერგა “კოლმეურნეში”, “ლოკომოტივში”, “ბურევესტნიკში”, “სპარტაკსა” და სხვა სპორტულ საზოგადოებებში, უმაღლესი დაოსტატების რესპუბლიკურ და თბილისის სპორტულ სკოლებში, ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. პირველი სასროლეთები მოეწყო თბილისში (“ლოკომოტივის” სტადიონზე), ქუთაისში, ანგისაში (ბათუმთან ახლოს). მშვილდოსნობა განსაკუთრებით პოპულარულია აჭარაში.
 
[[1975]] წელს თბილისში გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება (ე.წ. სამთა ტურნირი [[სსრკ]] პროფკავშირების, [[პოლონეთი|პოლონეთისა]] და [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს]] ნაკრებების მონაწილეობით), [[1979]] წელს – პოპულარული “გაზაფხულის ისრები” (16 ქვეყანა), რომელსაც FITA-ს პრეზიდენტი, იტალიელი ფრანჩესკო რუსკონიც ესწრებოდა. საკავშირო სარბიელზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [[ლიუბოვ სორდია-ასატუროვა|ლიუბოვ სორდია-ასატუროვამ]] ([[1971]] წლის სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი), ევროპისა და მსოფლიო ასპარეზზე თავი გამოიჩინა [[ქეთევან ლოსაბერიძე|ქეთევან ლოსაბერიძემ]], რომელმაც [[1972]] წლის ევროპის ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, [[1973]] წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოსაბერიძის გამარჯვება მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში [[1980]] წელს.
 
პირველი თაობის მშვილდოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: [[გივი არჩვაძე]], [[გიორგი გორდეზიანი]], [[გუგული რიჟამაძე]], [[ვასილ ტროპინი]], [[ალექსანდრე მეჟავიძე]], [[ნიკოლოზ ნოვოსელცევი]], [[ცისანა სუმბაძე]] და სხვები. 80-90-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწიეს ირინა გრებნიკოვამ, ვლადიმერ რეშეტოვმა, ხათუნა ქვრივიშვილმა და ნატო ნასარიძემ. [[2002]] წელს საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა (მწვრთნელი – [[თამაზ ფუტკარაძე]]) ევროპის გუნდურ პირველობაში II ადგილი დაიკავა.
 
[[საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაცია|'''საქართველოს''' '''მშვილდოსნობის''' '''ფედერაცია''']]'''.''' [[1991]] წლიდან შედიოდა საქართველოს სროლისა და მშვილდოსნობის ერთიან ფედერაციაში, რომელიც [[1992]] წლიდან გაწევრიანდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში (FITA). [[2002]] წლიდან არსებობს დამოუკიდებელი ფედერაციის სტატუსით. პრეზიდენტები: [[ქეთევან ლოსაბერიძე]] ([[2002]]-04[[2004]]), [[თენგიზ ტერუნაშვილი]] ([[2004]]-?),  <nowiki/>[[ხათუნა ნარიმანიძე]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=24</ref>
 
== ტაეკვანდო ==