თრიალეთის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''თრიალეთის კულტურა''', [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად [[თრიალეთი]]ს ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში, 1947-1948 (ბ.[[ბორის კუფტინი]]).
 
თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად ყორღანული სამარხების (გორასამარხების) კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის დასასრულით - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით - ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გორასამარხების დროინდელი და მათთან კულტურით დაკავშირებული ნასახლარები ცნობილია კახეთში (თრიალეთში არ აღმოჩენილა). მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნული არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. მათ ფარავდნენ მოწაყრილით, ქვაყრილით ან ქვა-მიწაყრილით. სამარხი ორმო და დასაკრძალავი დარბაზი სქელი ძელებით იხურებოდა და გრძელი დრომოსი უკეთდებოდა (ორმოს ) გრუნტში ჩაჭრილი, დარბაზს - ქვით ამოყვანილი. ზურტაკეთის (თრიალეთი) უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე - 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ<sup>2</sup> აღწევდა, კედლების სიმაღლე - 4-6 მ.