სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ველოსპორტი ==
'''თბილისში პირველი ველოტრეკი [[1892]] წელს, ყიფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი [[ვასილ ჯორჯაძე (სამხედრო ინჟინერი)|ვასილ ჯორჯაძე]] ([[1856]][[1927]]),''' რომელსაც დიდი თანხა გაუღია. [[1893]] წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაზეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგის]] ჟურნალ „ველოსიპედის“ მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც - დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა [[ლადო კავსაძე|ლადო კავსაძემ]] - პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა.
 
[[1907]] წლის [[18 მაისი|18 მაისს]] თბილისის ველოტრეკზე გამართულ „გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში“ (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს [[სერგეი უტოჩკინი|სერგეი უტოჩკინს]] აჯობა და ჯილდოთ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტილის, [[ხარკოვი|ხარკოვის]] და [[მოსკოვი|მოსკოვის]] ველოტურნირებში, [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია [[ინგლისელები|ინგლისელი]], [[ამერიკელი]] და [[იტალიელი]] მრბოლელები. წარმატებული მრეწველების, ძმები ლგოტაკების შემწეობით [[1916]] წელს თბილისის ველოტრეკი საფუძვლიანად გადაკეთდა. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმეებთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ: აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთული ფირმა „დუქსას“ მექანიკოსი [[ნიკოლოზ გაბრიელოვი]], რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია.  [[1910]] წლებში ველოსპორტი [[ქუთაისი|ქუთაისშიც]] გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო ყოფლი მიხაილოვის ( ამჟამად ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონეს ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიას ტყის მიდამოებსი ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. [[1920]] წელს ქუთაისის „შევარდენის“ ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ჩამოაყალიბა ველოსიპედისტთა სექცია, „ უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე  ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. დღემდის უმთავრესი ყურადღება მიქცეული ქონდა სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა თავისი მოკლე ხნის ნამიშევარი, [[9 მაისი|9 მაისს]], როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“-ს. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები“ (ჟურნალი შევარდენი“. 1920 წელი, ქუთაისი).
 
ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც [[1939]]-45[[1945]] წლებში 4-ჯერ მოიგო სსრ კავშირის ჩემპიონატი სალიდერო რბოლაში. 40-50 წლებში  გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, [[არკადი ხაბურზანია]], [[ოთარ დადუნაშვილი]], [[ვლადიმერ ძებნიაური]], [[ედუარდ ჯიმშელეიშვილი]]. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა [[ომარ ფხაკაძე|ომარ ფხაკაძემ]] რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, [[1965]] წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერს სპრინტერად ითვლებოდა. სხვადასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ [[შოთა კაცაძე]], [[იგორ ვოლკოვი]], [[ვლადიმერ პოპოვი]], [[პეტრე ჩევარდოვი]], [[ემზარ გელაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი)|ემზარ გელაშვილი]], [[ოთარ მჭედლიშვილი]], [[ჯონი ცივაძე]] და სხვ.
 
ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლო ითამაშა [[1972]] წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით  უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს.
 
იმავე წლიდან რეგულარულად  იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე,
1 038

რედაქტირება