ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

(62.168.182.189-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
'''ქეთო და კოტე''' — [[ვიქტორ დოლიძე|ვიქტორ დოლიძის]] ოპერა სამ მოქმედებად. [[იოსებ გრიშაშვილი]]ს ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა [[თბილისი|თბილისში]] [[1919]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]].
 
„ქეთო და კოტეს“, ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გაოკვეთილიგამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმ შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.
 
==ისტორია==
ანონიმური მომხმარებელი