სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს [[1958]] წელს თბილისში [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გდრ]]-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის "დინამომ" (4:2), მეორეში თბილისის "ბურევესტნიკი" დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და კუბის ეროვნული გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის ([[1956]], [[1963]], [[1979]]) და 2-ჯერ ([[1959]], [[1967]]) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[1979]] წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ ([[იუგოსლავია]], [[უნგრეთი]], [[რუმინეთი]]). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ [[ზურაბ ჩაჩავა]], [[ბორის მეგედი]], [[ვლადიმერ გოიაშვილი]], ირაკლი ჩხიკვაძე, [[ვასილ სანაძე]], [[ოთარ მიმინოშვილი]], მურთაზ გულედანი, [[ვლადიმერ ისელიძე]], [[ნოდარ კურტანიძე]], [[დავით რურუა]], [[გელა ტუკვაძე]] და სხვები.
 
[[საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია|'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია''']] დაფუძნდა [[1991]] წლის 2 აგვისტოს. [[1992]] წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ([[ცურვა]], [[წყალბურთი]], [[წყალში ხტომა]]) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[კონსტანტინე ლაშხი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=39</ref>
 
== ალპინიზმი ==
'''[[კავკასიელი ხალხები]], მათ შორის [[ქართველები]] ძველი დროიდან იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის''' '''საფუძვლებს''', ფართოდ იყენებდენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს - წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს,ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებს და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია წარმართული დროის თქმულების - „ მიჯაჭვული ამირანის“ სვანურ ვარიანტში. როცა [[იბერიელები|იბერიელების]], [[კოლხები|კოლხებისა]] და პენიოხების[[ჰენიოხები|ჰენიოხების]] საზღრის გასწვრივ წამომართულ [[კავკასიონი|კავკასიონის]] მაღალ მთებს აღწერს, ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი (ძვ. წ. I ს.) აღნიშნავს, რომ ეს „მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო“  სულხან - საბა  ორბელიანის  „სიტყვის კონაში“ განმარტებული ბევრი სიტყვა დღევანდელ ალპინიზმში ადრინდელი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, წრიაპი - „ ესე არს რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არ მოუცურდეს.“ – „ წერაქი“, დღევანდელი წერაყინი, საბას განმარტებით, არის „ ცალგნით სათხროლი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად“ - [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] „კალმასობაში“„<nowiki/>[[კალმასობა|კალმასობაში]]<nowiki/>“ მოთხრობილია, თუ როგორ ავიდა მღვდელი იოსებ მოხევე მყინვარწვერზე. იოსებ მოხევეს „მყინვარსა მთასა მიწა, კაცთაგან შეუვალსა“ უნახავს აბრაამის კარავი, რომლის ნაჭერიც [[ერეკლე II|ერეკლე მეფისთვის]] მიურთმევია. [[მყინვარწვერი|მყინვარწვერის]] ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში ნაპოვნია შუა საუკუნეების  ნივთები და მონეტები, [[ბრუტსაბძელი|ბრუტსაბძელაზე]] (3670 მ) – XVIII  საუკუნის საკულტო ძეგლები.
 
XIX  საუკუნის მერე ნახევარში საქართველოს პიკებზე ([[მყინვარწვერი]], [[უშბა]], [[თეთნულდი]], [[შხარა]] და სხვ.)  <nowiki/>[[ინგლისი|ინგლისის]] , [[გერმანია|გერმანიის]], [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[საფრანგეთი|საფრანგეთისა]]  და სხვა ქვეყნების  ალპინისტების  მონაწილეობით  განხორციელდა პირველი სპორტული ასვლები. უცხოელ  მთასვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდენ ქართველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ  მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი:  <nowiki/>[[მიტო არღვლიანი]], [[მურათბი კიბოლანი]][[კოტე  ფიცხელაური]], [[ლალა ხუციშვილი]].  უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ [[გახა წიკლაური]], [[იაგორ კაზალიკაშვილი]], [[გიო ლობჟანიძე]], [[გიგლა იჭირაული]], [[პავლე(ბახვა) ფიფია]] და სხვები.  [[1923]] წლის აგვისტო-სექტემბერში  პროფესორების - [[გიორგი ნიკოლაძე|გიორგი ნიკოლაძის]] და [[ალექსანდრე დიდებულიძე|ალექსანდრე  დიდებულიძის]]  ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე.    გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]] მიაღწია. გამარჯვებულ  მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი იყო. „ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,“ - წერდა შემდეგ [[გიორგი ნიკოლაძე]] („პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე,“ [[თბილისი]], [[1924]] წელი.). სწორედ ამ ასვლებიდან იღებს სათავეს  ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია. ორი წლის შემდეგ, ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს [[იალბუზი|იალბუზზე]]. მომდევნო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო [[უშბა|უშბაზე]] და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, იაგორ კაზალიკაშვილისა და გიო ნიგურიანის ასვლა [[1934]] წელს, რამაც სათავე დაუდო საბჭოურ ასვლებს ამ მწვერვალზე. ამას მოჰყვა [[1937]] წელს უშბაზე პირველი კლდოვანი ასვლა, რომელშიც მონაწილეობდენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, [[ჭიჭიკო ჩართოლანი]] და [[მაქსიმე გვარლიანი]]. მთასვლელებმა სათავე დაუდეს ტრავერსების კლასსაც. ისინი [[კავკასიონი|კავკასიონის]] , [[პამირი|პამირისა]] თუ [[ტიან-შანი|ტიან-შანის მთებში]] მრავალ მწვერვალზე პირველამსვლელები და ბევრი ახალი, ურთულესი მარშრუტის გამკვალავებიც არიან.  
 
[[1949]] წლიდან ,როცა საფუძველი ჩაეყარა სსრ კავშირის ჩემპიონატებს, ქართველ მთამსვლელთა გუნდებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ყოფილა შემთხვევები, ქართველი ალპინისტების ერთდროულად რამდენიმე გუნდს მედლები მოუგია საკავშირო ჩემპიონატების სხვადასხვა კლასში. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოდგა [[1976]] წელი, როცა პამირსა და ტიან-შანში საქართველოს მთამსვლელთა ორმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის [[1936]] წელს  დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს, რომელიც [[1945]] წლიდან [[ალიოშა ჯაფარიძე|ალიოშა ჯაფარიძის]] სახელს ატარებს. [[1936]] წელს [[ალიოშა ჯაფარიძე]]  „პამირის გმირად“ აღიარეს;  [[1960]] წელს „კლდის ვეფხვის“ წოდება მიენიჭათ [[მიხეილ ხერგიანსახერგიანი|მიხეილ ხერგიანს]] და [[იოსებ კახიანი|იოსებ კახიანს]]; [[1967]] წელს პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები გახდნენ  [[მიხეილ ხერგიანი]], [[გიორგი (აგი) აბაშიძე]], [[დიმიტრი დანგაძე]] და [[შოთა მირიანაშვილი|შოთა მარიანაშვილი]]; „თოვლის ჯიქის „ წოდება მიენიჭათ [[რომან გიუტაშვილი|რომა გიუტაშვილს]] ( პირველი ქართველი, რომელიც [[ევერესტი|ევერსტზე]] ავიდა) , [[ბიძინა გუჯაბიძე (ალპინისტი)|ბიძინა გუჯაბიძეს]], [[აფი გიგანი|აფი გიგანს]], [[თამაზ შარაშენიძე|თამაზ შარაშენიძეს]] და ლევონ სარქისოვს; ევრაზიის მთამსვლელთა კავშირის ორდენით - „ ედელვაისით“  დაჯილდოვდნენ  [[ბენო ქაშაკაშვილი]] და [[ლევონ სარქისოვი]]. თანამედროვე ქართველმა ალპინისტებმა მსოფლიოს მრავალი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია [[1999]] წელს ორი ქართველი ჯგუფის ასვლა ევერესტზე სამხრეთისა (ხელმძღვანელი - [[ბენო ქაშაკაშვილი]]) და ჩრდილოეთის მხრიდან (ხელმძღვანელი - [[გია თორთლაძე]]),  ბიძინა გუჯაბიძის ორი ასვლა ევერსტზე - სამხრეთიდან ([[1999]]) და ჩრდილოეთიდან ([[2003]])<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=71</ref>
 
== ველოსპორტი ==
1 038

რედაქტირება