ავტოკეფალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ავტოკეფალია''' (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი) — დამოუკიდებელი [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] ადგილობრივი [[ეკლესია]], რომელიც იერარქიულად ცალკე მდგომი ერთეულია.
 
პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა [[რომის იმპერია]]ში და მის მეზობელ ქვეყნებში. [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] პირველ საუკუნეებში ავტოკეფალიად ითვლებოდა [[რომის პროვინციები]]ს საეპისკოპოსოები, რომელთა მეთაურები ემორჩილებოდნენ უშუალოდ რომის იმპერატორს და სმოფლიო საეკლესიო კრებას.. ავტოკეფალიის მქონე ეპისკოპოსები ისხდნენ პროვინციების მთავარ ქალაქებში — მეტროპოლიებში, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მიტროპოლიტად იწოდებოდა. IV საუკუნიდან მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები დაექვემდებარნენ [[დიოცეზები]]ს დედაქალაქთა ეპისკოპოსებს, რომელთაგან ზოგმა [[პატრიარქი]]ს ტიტული მიიღო. V სუაკუნეში ეკლესიის მეთაურებად ითვლებოდა ხუთი პატრიარქი, ანუ პაპი: რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის და ალექსანდრიისა. აღმოსავლეთის ეკლესიაში პირველი ადგილი დაიმკვიდრა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც იმპერატორთა მფარველობის შემწეობით დაწინაურდა. VII საუკუნიდან დაიწყო აღმოსავლეთის დანარჩენ საპატრიარქოთა დაკნინება, რაც [[არაბები]]ს დდაპყრობებით იყო გამოწვეული. დაიწყო არაბერძნული ავტოკეფალური ეკლესიებიჩ ამოყალიბება, რასაც [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორები და პატრიარქები ეწინააღმდეგებოდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავტოკეფალია“-დან