დემნა უფლისწული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''დემნა (დემეტრე) უფლისწული''' ( † [[1178]]), საქართველოს მეფის [[დავით V|დავით V-ის]] ძე. დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა [[დემეტრე I|დემეტრე I-მა]] თავისი უმცროსი ვაჟი [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი (შემდეგ გიორგი III)]] გამოაცხადა თანამოსაყდრედ, რითაც დემნა (დემეტრე) უფლისწულმა ტახტზე უფლება დაკარგა.
 
დემნა (დემეტრე) უფლისწულის კანონიერი უფლების დაცვის საბაბით მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვარიანმადიდგვაროვანმა ფეოდალებმა [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[ორბელი, ივანე სუმბატის ძე|ივანე ორბელის]] მეთაურობით [[1177]] აჯანყება მოაწყვეს გიორგი III-ის წინააღმდეგ. როცა აჯანყების დამარცხება ცხადი გახდა დემნა (დემეტრე) უფლისწული გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა.
 
ტახტის მაძიებელ უფლისწულთა მიმართ მოქმედი კანონის საფუძველზე მას თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს. ჩანს, უფლისწულმა ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა.