ელიზაბეთ ფილპოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ელიზაბეტ ფილპოტი ინგლისში 1780 წელს დაიბადა. მისი წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მას ჰყავდა ძმა და ორი და, მერი და მარგარეტი. 1805 წელს დები დასახლდნენ [[ლაიმ-რეჯისი|ლაიმ რეჯისში]] ([[დორსეტი|დორსეტის საგრაფო]]), იმ სახლში, რომელიც ძმამ მათ აჩუქა. ყველა მათგანი კარგად იყო განათლებული, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ.<ref>''Richard Moody.'' [https://books.google.ru/books?id=Ym2ei7Ey0PwC&pg=PA116&lpg=PA116&dq Elizabeth, Margaret and Mary Philpot // Dinosaurs and Other Extinct Saurians: A Historical Perspective]. — Geological Society of London, 2010. — P. 116.</ref>
 
სამივე დას უყვარდა ნამარხების შეგროვება, მაგრამ ელიზაბეტმა ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. მან მოახერხა სერიოზული კოლექციის შეგროვება, რომელშიც განსაკუთრებით ფართოდ იყო წარმოდგენილი ნამარხი თევზები.<ref>''Richard Moody.'' [https://books.google.ru/books?id=Ym2ei7Ey0PwC&pg=PA116&lpg=PA116&dq Elizabeth, Margaret and Mary Philpot // Dinosaurs and Other Extinct Saurians: A Historical Perspective]. — Geological Society of London, 2010. — P. 116.</ref> დები ფილპოტები დაახლოებულნი იყვნენ [[ენინგი, მერი ენინგი|მერი ენინგთან]], ცნობილ პალეონტოლოგთან და ნაშთების შემგროვებელთან, რომელიც ასევე ცხოვრობდა ლაიმ-რეჯისში. ელიზაბეტი დიდ დროს ატარებდა მასთან. დროთა განმავლობაში გახდა მისი თანამგზავრი და მეგობარი. 1826 წელს მერი ენინგმა აღმოაჩინა, რაც [[ბელემნიტები|ბელემნიტის]] ნამარხის შიგნით იყო რაღაც, რაც წააგავდა მელნის ტომარას გამომშრალი მელნით. ელიზაბეტმა მოახერხა მათი წყალში განზავება და მიღებული [[სეპია|სეპიით]] რამდენიმე ნახატის [[სეპია|დახატვაც კი]], მათ შორის [[იქთიოზავრები|იქთიოზავრის]] გამოსახულების.
 
ელიზაბეტი კავშირში იყო ისეთ მეცნიერებთან, როგორებიც არიან [[ბაკლენდ, უილიამ|უილიამ ბაკლენდი]], უილიამ კონიბირი და [[ბეში, ჰენრი დე ლა ბეში|ჰენრი დე ლა ბეში]].<ref>The Biographical Dictionary of Women in Science, 2000, p. 117.</ref> როდესაც [[ლუი აგასისი]] ლაიმ-რეჯისს სტუმრობდა, ის გაოცებული იყო იმით, რომ ელიზაბეთმა და მერიმ შეძლეს ლაიმ-რეჯისის მიდამოებში ეპოვნათ და სწორად ამოეცნოთ 34 სახეობის ნამარხი თევზის.<ref>''Shelley Emling.'' The Fossil Hunter: Dinosaurs, Evolution, and the Woman whose Discoveries Changed the World. — Palgrave Macmillan, 2009.</ref>
 
ლაიმ-რეჯისში დები ფილპოტების კოლექციის საფუძველზე შეიქმნა ფილპოტების მუზეუმი (ახლანდელი [[ლაიმ-რეჯისის მუზეუმი]]). მუზეუმის შენობა ააშენა ელიზაბეტის ძმისშვილმა, თომას ფილპოტმა.