ფოტოაპარატი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ფოტოაპარატი''', ''ფოტოკამერა'' — ფოტოფირის, ფოტოფირფიტის ან სხ...)
 
 
'''შუქშეუღწევადი კამერა''' —
 
 
 
 
==ფოტოაპარატი==
ფოტოგრაფიის პროდუქტს [[ფოტონეგატივი]] ან [[ფოტო]] წარმოადგენს, რომელიც მიიღება [[ექსპოზიცია (ფოტოგრაფია)|ექსპოზიციის]] პერიოდში საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული [[სინათლე|სინათლის სხივის]] ზემოქმედებით შუქმგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორზე, როგორც წესი [[ფოტოგრაფიული ლინზა|ფოტოგრაფიული ლინზი]]ს საშუალებით.
 
ნებისმიერი ფოტოგადაღება დაკავშირებულია სინათლის სხივთან, იქნება ეს ფოტოგრაფილული ლინზის გამოყენებით მიღებული თუ ლინზის გარეშე. ფოტოგრაფია დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ დახურულ სივრცეში ორ საპირისპირო ზედაპირს შორის თუ ერთერთზე გაიხსნებოდა სარქველი, მაშინ გარედან შემოსული სინათლე, საპირისპირო ზედაპირზე გამოსახავდა გარედან შემოსული გამოსახულების ამოტრიალებულ მაგრამ ზუსტად იგივე გამოსახულებას. შემდგომ, ადამიანმა ისწავლა ამ ტექნიკის მოთოკვა და დაიწყო მისი გამოყენება ჯერ დიდ ოთახებში ხოლო შემდგომ მოახდინა მისი მცირე ყუთამდე დაყვანა. ასე გაჩნდა პირველი ფოტოკამერა რომელსაც [[კამერა ობსკურა]] დაერქვა. ფოტოგრაფიული ლინზის გარეშე ფოტოგადაღებას მოყვარული ფოტოგაფები დღესაც მისდევენ და ის [[პინჰოლი]]ს (''Pinhole'') სახელითაა ცნობილი.
<gallery>
სურათი:Camera obscura2.jpg|ძველი ჩანახატი კამერა ობსკურაზე
სურათი:Camera obscura box.jpg|კამერა ობსკურას ოპტიკური პროცესი
სურათი:Camera obscura Prague.jpg|კამერა ობსკურას ეფექტი კედელზე
სურათი:Kidz Labs pinhole camera (430043248).jpg|ფირიანი (35 მმ) პინჰოლის კამერა
</gallery>
ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოკამერების გარდა აბსოლუტურად ყველა აპარატი დღესდღეობით სინათლის სხივის გარდასატეხად [[ფოტოგრაფიული ობიექტივი|ფოტოგრაფიულ ობიექტივს]] იყენებს. ფოტოგრაფიული ობიექტივი წარმოადგენს რამდენიმე ლინზის ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც აღმოფხვრილია ლინზის ოპტიკური ხარვეზები და შუქმგრძნობიარე ზედაპირზე სუფთა გამოსახულების დაიტანება.
 
ფოტოპროცესები სხვადასხვაა ქიმიურზედაპირიან და სენსორულზედაპირიან კამერებში. მართალია ორივე ზედაპირს სინათლის სხივი ამუშავებს, მაგრამ ხარისხის სხვაობა მდგომარეობს იმაში რომ ქიმიური პროცესების დროს, სინათლის სხივის უმცირესი ნაწილი [[ფოტონი]] ახდენს ზემოქმედებას ქიმიურად დამუშავებული ზედაპირის თითოეულ შუქმგრძნობიარე ატომზე, ხოლო ციფრულ ფოტოკამერებში კი სინათლის სხივი ააქტიურებს ელექტრონულ სენსორზე სპეციალურად განლაგებულ უმცირეს [[ფოტოელემენტი|ფოტოელემენტებს]], რომლებიც სათითაოდ დაკავშირებულია ციფრული ფოტოკამერის პროცესორთან. შესაბამისად ხარისხიც განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ერთი მხრივ – ქიმიური პროცესების შემთხვევაში ობიექტივის ხარისხზე და მეორე მხრივ – ციფრული ფოტოკამერის შემთხვევაში, სენსორის ზედაპირზე ფოტოელემენტების რაოდენობაზე.
 
<gallery>
სურათი:Camera obscura 2.jpg|კამერა ობსკურას კლასიკური მოდელი
სურათი:Susse Frére Daguerreotype camera 1839.jpg|დაგეროტიპიის კამერა (1839 წ.)
სურათი:Фотоаппарат ФК 13×18.JPG|ფოტოკამერა (ФКД 13*18). გამოიყენება როგორც სველ ისე მშრალ ფოტოგრაფიაში
</gallery>