გალადრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

გალადრიელი [[ფინარფინი]]სა და [[ეარვენი]]ს ყველაზე უმცროსი შვილი იყო და [[ფინროდი]]ს, [[ოროდრეთი]]ს, [[ანგრონდი]]სა და [[აეგნორი]]ს უმცროსი დაც.
 
გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო [[ერეგიონი]]ს ჩამოყალიბებაში. როდესაც [[საურონმა]] სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც '''ანათარი'' ([[სინდარინი]]: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული [[ტყის ელფები]] გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი [[ფეანორი|ფეანორს]] არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, [[ნოლდორთა ლაშქრობა|ნოლდორთა ლაშქრობაში]] სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა [[შუახმელეთში]], სადაც გაიცნო [[სინდა]] ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.
 
გალადრიელი უკანასკნელი იყო შუახმელეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა '''ფეანორის ფიცი''', რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს '''[[ნენია]]ს''', რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ გენდალფი(ბეჭედი [[ნარია]]) და ელრონდი(ბეჭედი [[ვილია]]).
 
გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა [[ლოთლორიენი|ლოთლორიენს]], [[შუახმელეთი]]ს მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ '''ლორიენის დედოფალს''' და '''ტყის ქალბატონს'''. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული [[ქელებრიანი]], რომლის ასულიც იყო [[არვენი]].
მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი [[ფეანორი|ფეანორს]] არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, [[ნოლდორთა ლაშქრობა|ნოლდორთა ლაშქრობაში]] სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა [[შუახმელეთში]], სადაც გაიცნო [[სინდა]] ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.
 
<div style='text-align: center;'>
131 390

რედაქტირება