სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 214:
 
==წყალბურთი==
'''საქართველოში [[წყალბურთი]] XX საუკუნის [[20-იანები|20-იანი]] წლების დასაწყისში გაიცნეს.''' პირველი შეჯიბრება [[1927]] წელს გაიმართა [[ბათუმი|ბათუმში]] წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ ([[ბათუმი|ბათუმში]], [[ფოთი|ფოთში]], [[სოხუმი|სოხუმში]], მოგვიანებით - [[თბილისი|თბილისში]]). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები - [[პეტრე მშვენიერაძე]], [[ნოდარ გვახარია]] და [[პეტრე ბრეუსი]]. მშვენიერაძე მალე მოსკოვის "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.
 
სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, [[ლუკა იოაკიმიდი|ლუკა იოაკიმიდის]] ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება "დინამოში" გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის "დინამო" არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი - დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა [[ნოდარ გვახარია]]. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა ([[1956]], ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის ([[1958]], ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება ([[1960]]). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს [[ლერი გოგოლაძე|ლერი გოგოლაძემ]], [[გივი ჩიქვანაია|გივი ჩიქვანაიამ]] და [[მიხეილ გიორგაძე|მიხეილ გიორგაძემ]], რომელიც [[1982]] წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
 
საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს [[1958]] წელს თბილისში [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გდრ]]-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის "დინამომ" (4:2), მეორეში თბილისის "ბურევესტნიკი" დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და კუბის ეროვნული გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის ([[1956]], 63[[1963]], 79[[1979]]) და 2-ჯერ ([[1959]], 67[[1967]]) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[1979]] წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ ([[იუგოსლავია]], [[უნგრეთი]], [[რუმინეთი]]). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ [[ზურაბ ჩაჩავა]], [[ბორის მეგედი]], [[ვლადიმერ გოიაშვილი]], ირაკლი ჩხიკვაძე, [[ვასილ სანაძე]], [[ოთარ მიმინოშვილი]], მურთაზ გულედანი, [[ვლადიმერ ისელიძე]], [[ნოდარ კურტანიძე]], [[დავით რურუა]], [[გელა ტუკვაძე]] და სხვები.
 
[[საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია|'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია.''']] დაფუძნდა [[1991]] წლის 2 აგვისტოს. [[1992]] წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ([[ცურვა]], [[წყალბურთი]], [[წყალში ხტომა]]) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[კონსტანტინე ლაშხი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=39</ref>
 
== ალპინიზმი ==