ივანე ჯავახიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
 
==ბავშვობის წლები==
ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი დაიბადა [[1876]] წლის [[11 აპრილი|11 აპრილს]], ქალაქ [[სიღნაღითბილისი|სიღნაღშითბილისში]]. მამამისი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი იყო სამოქალაქო მრჩეველი, რომელიც სხვადასხვა დროს მსახურობდა თელავში მასწავლებლად, სიღნაღის, თბილიისა და გორის მაზრებში პედაგოგ-ინსპექტორად. დედა, სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი, „მაღალი, ტანადი, ნაზი და დარბაისელი მანდილოსანი იყო. მის ჭკვიან და ალერსიან თვალებში - რომელთაც ხადახან სევდა გადაჰკრავს ოდნავადაც და რომელნიც თითქოს თქვენ სულში იცქირებიანო - დიდი სითბოა და მიმზიდველობა“.<ref>მაყაშვილი, კ. (1926). ''ივანე ჯავახიშვილი.'' ჩვენი მეცნიერებები. №17-18. გვ. 2.</ref>
 
პატრიოტი ალექსანდრე ჯავახიშვილი შვილებს ქართულ წესსა და რიგზე ზრდიდა, სამშობლოს წარსულისადმი ინტერესს უღვიძებდა და ქართული ენის სიყვარულს უნერგავდა. იგი ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთს ღებულობდა. ივანე ჯავახიშვილის მოგონებებიდან ჩანს, რომ მათ ბიბლიოთეკაში „ყველა წიგნი მოიპოვებოდა, რაც კი კავკასიაში და საქართველოში იყო გამოცემული“. ძმები ცდილობდნენ გიმნაზიის გაკვეთილების შესწავლამდე ადრე შინ მიტანილი ქართული ჟურნალ-გაზეთები წაეკითხათ.