ესავი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|261x261პქ|ისააკი, იოსები და ესავი '''ესავი''' -...
(განსხვავება არ არის)

19:53, 20 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ესავი - ასევე ეწოდება ედომი, ძველი აღთქმის პერსონაჟი, ისააკისა და რებეკას შვილი, იაკობის ტყუპისცალი და ებრაულ ტრადიციებში ედომიტების წინაპარი.[1][2] ბიჭების დაბადების ისტორია მათი სამომავლო როლების ასახვა იყო. ორსულობა მძიმე იყო რებეკასთვის. (დაბადება 25:23) უფალმა უთხრა მას: " ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება."[3]

ისააკი, იოსები და ესავი

ესავის კურთხევა

სიბერეში ისაკი ცუდად ხედავდა. სიკვდილის წინ მან მოისურვა ეკურთხებინა ესავი. მოიხმო თავისთან იგი და უთხრა, მოემზადებინა მისთვის საჭმელი ნანადირევი ხორცისგან. ამის შემდეგ მამა დაპირდა, რომ აკურთხებდა მას. როცა რებეკამ მათი საუბარი მოისმინა, იაკობს ყველაფერი უთხრა. რევეკას უნდოდა, რომ მამის კურთხევა იაკობს მიეღო, ამიტომაც გადაწყვიტა ისაკის მოტყუება. იაკობმა კერძი აიღო და მამასთა შევიდა. ისაკმა საჭმელი შეჭამა და აკურთხა იაკობი. ასეთი მოტყუებით მიიღო იაკობმა ესავისთვის განკუთვლილი მამის კურთხევა, ამიტომაც შეიძულა ესავმა ძმა[4]. როდესაც ესავი დაბრუნდა და ყველაფერი გაიგო (დაბადება 27:38-41) "უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი - კურთხევად. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.

  1. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98
  2. https://www.britannica.com/biography/Esau
  3. http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-25.htm
  4. https://www.compellingtruth.org/Esau-in-the-Bible.html