შემასმენელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.133.161.117-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
'''შემასმენელი''' – [[წინადადება|წინადადების]] ძირითადი წევრი, რომელიც გადმოსცემს [[ქვემდებარე|ქვემდებარის]] მოქმედებას ან მდგომარეობას. [[ქართული ენა|ქართულ ენაში]] შემასმენელი გამოიხატება [[ზმნა|ზმნით]] ან ზმნის და სახელის შეერთებოთ. შემასმენელი შესაძლოა იყოს მარტივი და შედგენილი. მარტივი შემასმენელია ზმნა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ნაწილაკიც და მეშველი ზმნაც. შედგენილი შემასმენელი შეიცავს ზმნას და მასთან მიერთებულ სახელს.
{{ვიკი}}
'''შემასმენელი''' – [[წინადადება|წინადადების]] ძირითადი წევრია. მნიშვნელობით მრავალფეროვანია და გამოხატავს:
 
*'''საგნის მოქმედებას''' – მერცხალი ''ჭიკჭიკებს'', ბულბული ''გალობს''.
*'''საგნის მდგომარეობას''' – ხის ძირში ქვა ''გდია'', ქვიშა ''ყრია''.
*'''რა მოსდის საგანს''' – ყინული ''დნება'', ხე ''ხმება''..
*'''როგორია საგანი''' – თოვლი ''თეთრია'', ყინული ''ცივია'', ია ''ლამაზია''..
*'''ვინ არის საგანი''' – ნინო ''მოსწავლეა'', ვახტანგი ''სტუდენტია''.
*'''რა არის საგანი''' - მუხა ''ხეა'', რკინა ''ლითონია'', მზე ''მნათობია''
 
კითხვებიც შესაბამისია:
 
*რას შვრება საგანი?
*რა მდგომარეობაშია საგანი?
*რა მოსდის საგანს?
*როგორია საგანი?
*ვინ არის საგანი?
*რა არის საგანი?
შემასმენელი ორგვარია: მარტივი და შედგენილი.
 
'''მარტივია შემასმენელი''', რომელიც გადმოცემულია ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით.სნმის მწკრივი სფორმა ზოგჯერ რთულია, მეშველზმნიანია, მაგრამ ასეთი ფორმებიც მარტივი შემასმენელია. მაგალითად: ცხვარი მთის კალთებზე ''შეფენილიყო'' – ამ [[წინადადება]]ში შეფენილიყო რთული ზმნაა.
 
'''შედგენილია შემასმენელი''', რომელიც გადმოცემულია ორი სიტყვით – ბრუნებადი სიტყვითა და მეშველი ზმნით. ბრუნებადი სიტყვა სახელია ან სახელზმნა და ჩვეულებრის სახელობით ბრუნვაში დგას.
 
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ქვემდებარე]]
*[[სახელზმნა]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|708}}
 
{{თარგი:წინადადება}}
 
[[კატეგორია:წინადადების წევრები]]
[[Category:გრამატიკა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შემასმენელი“-დან