ჯასპერ ტიუდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
 
== ბიოგრაფია ==
ჯასპერ ტიუდორი დაიბადა 1431 წლის ნოემბერში, ჰერტფორდშირში. იგი იყო ინგლისის მეფე [[ჰენრი V]]-ის ქვრივისა და [[ჰენრი VI]]-ის დედის, დედა-დედოფალ [[კატრინ დე ვალუა|კატრინ დე ვალუასა]] და მისი მეორე ქმრის, ოუენ ტიუდორის უმცროსი ვაჟი. დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე [[შარლ VI შლეგი|შარლ VI]]-ის შვილიშვილი და საფრანგეთის მეფეთა შთამომავალი იყო, ხოლო მამის ხაზით უელსელი დიდებული. მას მხოლოდ ერთი უფროსი ღვიძლი ძმა ჰყავდა [[ედმუნდ ტიუდორი|ედმუნდ ტიუდორის]] სახით.
 
ჯასპერსა და მის ძმაზე ბარკინგის სააბატოს მონაზონი და წარჩინებული, ლედი კათრინ დე ლა პოლი ზრუნავდა. 1437 წელს დედა-დედოფალი კატრინა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფის ბიძამ ოუენ ტიუდორი დააპატიმრა. ამრიგად, ძმები ტიუდორები მთლიანად კათრინ დე ლა პოლის იმედად დარჩნენ, რომელიც ჰენრი VI-ის ფავორიტის, სუფოლკის ჰერცოგის და იყო.
[[ფაილი:Arms of Jasper Tudor, Duke of Bedford.svg|მარცხნივ|მინი|272x272პქ|ჯასპერის გერბი]]
1442 წლის მარტიდან ჰენრი VI-მ თავისი ნახევარ-ძმები ლონდონში, სამეფო კარზე გადაიყვანა საცხოვრებლად. აქ ისინი მეფეს მალევე დაუახლოვდნენ, რომელმაც ედმუნდს რიჩმონდის, ხოლო ჯასპერს 1452 წელს პემბროკის ერლობა უბოძა. სულ მალე, მათი გავლენით ჰენრიმ ოუენიც გაათავისუფლა პატიმრობიდან.
 
1455 წელს ჰენრი VI-სა და მის ბიძაშვილს, იორკის ჰერცოგ [[რიჩარდ პლანტაგენეტი|რიჩარდ პლანტაგენეტს]] შორის [[ვარდების ომი]] დაიწყო. ამ ომის მსვლელობისას, 1456 წელს უელსში ედმუნდ ტიუდორი [[შავი ჭირი|შავმა ჭირმა]] შეიწირა, 1457 წლის იანვარში კი მისმა ქვრივმა, [[მარგარეტ ბეფორტი|მარგარეტ ბეფორტმა]] ვაჟი გააჩინა, სახელად ჰენრი. ძმის ქვრივსა და ობოლზე ზრუნვა ჯასპერმა იკისრა. 1460 წელს დედოფალმა [[მარგარიტა ანჟუელი|მარგარიტა ანჟუელმა]] მოკლა იორკის ჰერცოგი და მისი თავი ხიშტზე წამოაგო, რასაც მდგომარეობის უკიდურესი გამძაფრება მოჰყვა. 1461 წელს რიჩარდის ვაჟმა, [[ედუარდ IV]]-მ ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი VI და თავად გამეფდა. ამ ბრძოლაში მოკლეს ოუენ ტიუდორიც.
 
გამეფებულმა ედუარდ IV-მ ჯასპერის ძმისწულს, ჰენრის მალევე ჩამოართვა რიჩმონდის ერლობა და თავის ძმას, [[ჯორჯ პლანტაგენეტი (კლარენსის ჰერცოგი)|ჯორჯს]] მისცა. 1461 წელსვე, ედუარდმა ჯასპერსაც ჩამოართვა პემბროკის ერლობა. ამ პერიოდში დედოფალი მარგარიტა ვაჟთან ერთად შოტლანდიაში გაიქცა, მეფე ჰენრი [[ლონდონის ტაუერი|ტაუერში]] გამოკეტეს, ჯასპერის რძალს, მარგარეტს კი შვილის აღზრდა აუკრძალეს და იგი ჯასპერს მიაბარეს აღსაზრდელად.
 
1470 წელს მეფე ჰენრი VI-მ ცოტა ხნით დაიბრუნა ტახტი და ჯასპერსაც დაუბრუნა ტიტული, თუმცა მალევე, 1471 წელს ედუარდ IV-მ იგი კვლავ ჩამოაგდო და ამ ჯერად მოკლა. ასევე ბრძოლაში მოკლეს ჰენრის ერთადერთი ვაჟი, პრინცი ედუარდი. დედოფალი მარგარიტა საფრანგეთში გაიქცა, ჯასპერი კი, რომელიც [[ლანკასტერები|ლანკასტერებს]] ეხმარებოდა, ერთობ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ედუარდ IV-მ იგი ღალატში დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯას უპირებდა, მაგრამ ჯასპერი მცირეწლოვან ჰენრისთან ერთად საფრანგეთში გაიქცა, სადაც იგი [[ლუი XI]]-მ დედოფალ მარგარიტასთან ერთად შეიფარა.
[[ფაილი:Katherine Wydeville.png|მინი|305x305პქ|ჯასპერის მეუღლე, კათრინ ვუდვილი]]
საფრანგეთში მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ ჯასპერს ინგლისში დაბრუნების საშუალება მიეცა. 1483 წელს ედუარდ IV მოკვდა და ტახტი მისმა ვაჟმა, [[ედუარდ V]]-მ დაიკავა, რომელიც ბიძამისმა, [[რიჩარდ III (ინგლისი)|რიჩარდ III]]-მ მოკლა. მალევე რიჩარდის ვაჟიც დაიღუპა და ტახტი უმემკვიდრეოდ რჩებოდა. ამგვარ პირობებში, 1485 წელს ჯასპერი ჰენრისთან ერთად, ბრეტანის ჰერცოგ [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]]-ის დახმარებით დაბრუნდა ინგლისში, ბოსვორტსის ბრძოლაში მოკლა რიჩარდ III და ტახტზე თავისი ძმისწული, [[ჰენრი VII]] დასვა, რითაც იორკები ტიუდორებმა ჩაანაცვლეს.
 
ტახტზე ასულმა ჰენრიმ ბიძამისს დაუბრუნა პემბროკის ერლობა და დამატებით ბედფორდის ჰერცოგობაც მისცა. დარჩენილი ცხოვრება ჯასპერმა ჰენრის სამსახურსა და ტახტის შესანარჩუნებლად გამართულ ბრძოლებში გაატარა, [[იორკები|იორკების]] წინააღმდეგ. იგი გარდაიცვალა 1495 წლის 21 დეკემბერს თორნბარში, 64 წლის. იგი დაკრძალულია კეინშამის სააბატოში, სომერსეტში. მისი ქვრივი მოგვიანებით მესამედაც გათხოვდა.
 
== ქორწინება და შვილები ==
1485 წლის 7 ნოემბერს ჯასპერ ტიუდორმა ცოლად შეირთო [[კათრინ ვუდვილი]] (1458-1509), რომელიც იყო ინგლისის ქვრივი დედოფლის, [[ელიზაბეთ ვუდვილი|ელიზაბეთ ვუდვილის]] უმცროსი და და ბუკინგემის ჰერცოგ ჰენრი სტაფორდის ქვრივი. ჯასპერს მასთან ათწლიანი ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია, თუმცა უცნობი საყვარლისაგან ჰყავდა ორი უკანონო ქალიშვილი: ჰელენი და ჯოანი, რომელთა შესახებაც ისტორიული ცნობები არ არსებობს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯასპერ_ტიუდორი“-დან