ალეგზანდერ ჰამილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
[[ფაილი:Young alexander hamilton.jpg|thumb|left|250px|ალეგზანდერ ჰამილტონი ბავშვობაში]]
 
ალეგზანდერ ჰამილტონი დაიბადა [[ნევისი|ნევისზე]], [[კარიბები]]ს ერთ–ერთ კუნძულზე. მამამისი იყო [[შოტლანდიელი]] ბიზნესმენი ჯეიმზ ჰამილტონი, ხოლო დედა [[ფრანგი]] [[ჰუგენოტი]]. ჰამილტონის დაბადების თარიღთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა, თვითონ ჰამილტონი ამბობდა რომ ეს იყო 1757 წელი, თუმცა სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მისი დაბადების წელია 1755. ისტორიკოსი [[ჩერნოუ, რონალდ|რონ ჩერნოუს]] მტკიცებით, ჰამილტონმა სპეციალურად გაიახალგაზრდავა თავი და მისი დაბადების თარიღი 1757 წლად გამოაცხადა, [[მეფისსამეფო კოლეჯი|მეფისსამეფო კოლეჯში]] (ამჟამად [[კოლუმბიის უნივერსიტეტი]]) ჩასარიცხად.
 
ჰამილტონი მამამ მიატოვა, ხოლო დედა გარდაიცვალა [[1768]] წელს. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კუნძულ [[კუნძული სენტ კრუა|სენტ კრუაზე]] დედის ნათესავებთან. იქ მან თავისი ბიძის საბუღალტრო ფირმაში დაიწყო მუშაობა კლერკად. როდესაც ბიძამისი ნიკოლას კრუგერი მიდიოდა საზღვარგარეთ ხელმძღვანელად ალეგზანდერს ტოვებდა.
 
ჰამილტონმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო ქარიშხალის შესახებ, რომელმაც რამდენიმეჯერ შეუტია [[კარიბის კუნძულები|კარიბის კუნძულებს]]. სტატია იმდენად კარგად და დრამატულად იყო დაწერილი, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ჰამილტონის [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკაში]] გაგზავნა დაეფინანსებინათ. იგი 6 თქვე ცხოვრობდა [[ელიზაბეთი, ნიუ ჯერსი|ელიზაბეთში]] ([[ნიუ-ჯერსი]]), ხოლო [[1772]] წელს იგი დასახლდა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. შემდგომში მან ჩააბარა მეფისსამეფო კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ანატომიას, რადგან სურდა გამოსულიყო ექიმი.
 
[[1777]] წელს იგი შეუერთდა [[ვაშინგტონი, ჯორჯ|ჯორჯ ვაშინგტონს]] და გახდა გენერალ პოლკოვნიკი. 4 წლის განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონის მდივანი და დამხმარე კონფიდენციალურ საკითხებში.