სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ჩოგბურთი==
'''ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.''' ამ ისტორიის არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია [[ალექსანდრე მეტრეველი|ალექსანდრე მეტრეველს]] - [[1970]]-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერეს ჩოგბურთელს, რომელმაც სხვადასხვა თანრიგში 16-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, [[1973]] წელს კი უიმბლდონის ერთეულთა ფინალში ითამაშა. ქართველ ქალ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესო იყო [[ლეილა მესხი (ჩოგბურთელი)|ლეილა მესხი]] - წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, [[ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია|WTA]]- ის ხუთ ტურნირში გამარჯვებული.
ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია [[ალექსანდრე მეტრეველი]], იგი მსოფლიოს ყოფილი მე-9 ჩოგანია. მან ამ შედეგს 1974 წლის 3 ივნისს მიაღწია. ხოლო 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია [[ნიკოლოზ ბასილაშვილი]], იგი მსოფლიოს 22-ე ჩოგანია და ტოლ-სწორად ეთამაშება მსოფლიოს ტოპ-10-ისა და ტოპ-5-ის ჩოგბურთელებს.
 
ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „ Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]] მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის , [[იან ჰომერი|იან ჰომერის]] გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთელიც]] დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით  - სხვა ქალაქებშიც.
 
[[1910]] წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, [[1916]] წელს კი კვლავ განაახლა. [[1913]] წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა. [[1915]] წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. [[1919]] წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება “შევარდენში” დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს [[გიორგი ლორთქიფანიძე]] უძღვებოდა.
 
XX საუკუნის 20-იანი წლებიდანვე ქართულმა ჩოგბურთმა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ყოფილ [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]-ში. საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ამიერკავკასიის გუნდი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში ([[1928]]) II ადგილზე გავიდა, [[ედუარდ ნეგრებეცკი|ედუარდ ნეგრებეცკის]] თამაშმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. [[1930-იანები|1930]]-იან წლებში თბილისს სამი საჩოგბურთო ბაზა შეემატა: [[მარჯანიშვილის ქუჩა|მარჯანიშვილის ქუჩაზე]][[ვერის პარკი|, ვერის პარკში]] და ყოფილ [[მადათოვის კუნძული|მადათოვის კუნძულზე]]. იმავე პერიოდში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს [[არჩილ მდივანი|არჩილ მდივანმა]] და [[თამარ გოგოლაური|თამარ გოგოლაურმა]], მოგვიანებით – [[ბორის კრუპენიკოვი|ბორის კრუპენიკოვმა]], [[ვანო ელერდაშვილი|ვანო ელერდაშვილმა]], [[გივი კოკაია|გივი კოკაიამ]] და [[ვიქტორ ურაევსკი|ვიქტორ ურაევსკიმ]]. სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდნენ მწვრთნელები: [[არამ ხანგულიანი]], [[ვახტანგ დიდიძე]], [[მარიამ კლდიაშვილი]], [[ვლადიმერ სერებრენიკოვი]], [[არჩილ ელერდაშვილი]], [[გურამ თოხაძე]], [[მარლენ ქობალია]], [[გივი ახალაძე]] და სხვები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩოგბურთელთა აღზრდა-დაოსტატებაში.
 
[[1990-იანები|1990]]-იანი წლებიდან საქართველოს ჩოგბურთელები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის [[დეივისის თასი|დევისის თასისა]] და ფედერაციის თასის გათამაშებებში. [[1993]] წელს [[ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია|ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ]] [[ნინო ლუარსაბიშვილი]] გოგონათა შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა, [[1996]] წელს [[ირაკლი ლაბაძე|ირაკლი ლაბაძემ]] ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო, [[1998]]-ში კი [[უიმბლდონის იუნიორთა ტურნირი|უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის]] ფინალში გავიდა. ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიას და ბათუმის ჩოგბურთის კლუბს. ბათუმსა და თბილისში [[1997]] წლიდან ტარდება ქალთა საერთაშორისო ტურნირები, [[2000]]-წლიდან კი თბილისი კაცთა პროფესიონალურ საერთაშორისო ტურნირსაც მასპინძლობს.
 
ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც  დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ბოლო წლებში ქართველთაგან გამოირჩევა [[ანა ტატიშვილი]], რომელმაც [[მაკა ჩახნაშვილი|მაკა ჩახნაშვილთან]] ერთად , [[ლონდონი|ლონდონში]] [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012|2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე]] იასპარეზა, აშშ-ის [[2012]] წლის ღია პირველობაზე კი მერვედფინალში გავიდა.
 
[[საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია|'''საქართველოს''' '''ჩოგბურთის''' '''ფედერაცია''']] დაფუძნდა [[1991]] წლის [[7 ივნისი|7 ივნისს]]. [[1993]] წლიდან [[ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია|ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის]] (ITF) და [[ევროპის ჩოგბურთის ასოციაცია|ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის]] (ETA) წევრია.
 
==ძიუდო==
'''საქართველოში [[ძიუდო]] ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია.''' ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ [[1957]] წელს, როცა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] და [[უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა|უნგრეთის]] გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში [[სამბო|სამბისტები]] შეიყვანეს, მათ შორის – [[ბიძინა მაზიაშვილი]], [[გურამ სიმონიშვილი]], [[შალვა დაუშვილი]] და [[ოთარ შინჯიკაშვილი]]. ორი წლის შემდეგ [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის]] გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ [[ანზორ კიკნაძე]], [[დურმიშხან ბერუაშვილი]] და [[ოთარ შინჯიკაშვილი]]. ქართველმა სპორტსმენებმა ყველა ბრძოლა მოიგეს. სპეციალისტებმა პირველად სწორედ მაშინ მიაქციეს ყურადღება ქართული ჭიდაობისა და ძიუდოს ილეთების მსგავსებას. ქართველ მოჭიდავეთა ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა [[1962]] წელს, როცა [[თბილისი|თბილისში]] ჩამოვიდა [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] ეროვნული გუნდი. იმავე წელს საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ [[ანზორ ქიბროწაშვილი]] და [[ანზორ კიკნაძე]]. აქედან იღებს სათავეს ძიუდოს ქართული სკოლის მიღწევები ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
საქართველოში [[ძიუდო]] ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. რეიტინგები (მხოლოდ საქართველოს პირველადგილოსნები):
 
იმ დროისთვის ძიუდო უკვე ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და მისი განვითარება პრიორიტეტულ საქმედ გამოცხადდა. საქართველოში ძიუდოში ვარჯიშის მრავალი მსურველი გამოჩნდა, ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს არ გასჭირვებიათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. მწვრთნელებმა სწრაფად აუღეს ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბეს. თბილისში წარმატებით მუშაობდნენ [[ქრისტეფორე ნინიაშვილი]] და [[ბიძინა მაზიაშვილი]], ქართლში – [[გურამ პაპიტაშვილი]] და [[გივი ზაუტაშვილი]]. პაპიტაშვილმა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გახსნა ძიუდოს სექცია, რომელიც ქართული ძიუდოს ერთ-ერთ ცენტრად იქცა. [[გორი|გორში]] აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პირველი ჩემპიონები: [[ანზორ ქიბროწაშვილი]], [[შოთა ჩოჩიშვილი]] და [[თემურ ხუბულური]]. ძიუდომ ფეხი მოიკიდა ახმეტაში, კასპში, ქარელში, მესტიაში, ლენტეხში, ქუთაისში, საგარეჯოში, დუშეთსა და გარდაბანში. საქართველოს უძლიერეს ფალავნებს სისტემატურად იწვევდნენ სსრკ ნაკრებში, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობას ხშირად ქართველები შეადგენდნენ.
 
ძიუდოს ქართული სკოლა თავად იაპონელებმა აღიარეს. მათ ჯერ საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ჭიდაობა, შემდეგ კი ქართველი მწვრთნელები პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად იაპონიაში მიიწვიეს.
 
ქართულმა ძიუდომ რამდენიმე თაობა გამოიცვალა. თითოეულს თავისი ლიდერები და ჩემპიონები ჰყავდა. პირველი თაობიდან გამოირჩეოდნენ [[ანზორ კიკნაძე]], [[ანზორ ქიბროწაშვილი]] და [[ფარნაოზ ჩიკვილაძე]]. საერთაშორისო სარბიელზე მათ მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებები დანარჩენებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემი გამოდგა. [[1970-იანები|1970]]-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, თავად ეს ნაკრები კი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში. [[შოთა ჩოჩიშვილი]], [[გივი ონაშვილი]], [[გურამ გოგოლაური]], [[შენგელი ფიცხელაური]], [[რამაზ ხარშილაძე]], [[თემურ ხუბულური]], [[ჯიბილო ნიჟარაძე]], [[ამირან მუზაევი]], [[შოთა ხაბარელი]], [[დავით ბოდაველი]], [[ოლეგ ზურაბიანი]] – ამ ფალავნებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში.
 
ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (ტარდება [[1970]] წლიდან), რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი [[კობა კურტანიძე|კობა კურტანიძემ]], [[ამირან ტოტიკაშვილი|ამირან ტოტიკაშვილმ]]<nowiki/>ა, [[გიორგი თენაძე|გიორგი თენაძემ]], [[აკაკი კიბორძალიძე|აკაკი კიბორძალიძემ]] და სხვა ცნობილმა ძიუდოისტებმა. მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა [[1989]] წელი, როცა კურტანიძე და ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი აიღო, თენაძემ კი – ბრინჯაოსი. გარდა ამისა, იმავე წელს კურტანიძემ და ტოტიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატშიც გაიმარჯვეს. შემდეგ დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ [[დავით ხახალეიშვილი]], [[გიორგი ვაზაგაშვილი]], [[სოსო ლიპარტელიანი]], [[გიორგი რევაზიშვილი]], [[ნესტორ ხერგიანი]], [[ალექსი დავითაშვილი]], [[ივერი ჯიქურაული]], [[დავით მარგოშვილი]], [[დავით ქევხიშვილი]], [[ზურაბ ზვიადაური]]. [[ხახალეიშვილი, დავით|ხახალეიშვილმა]] გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში [[ბარსელონა (რიუ-გრანდი-დუ-ნორტი)|ბარსელონაში]] [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1992|1992 წლის ოლიმპიური თამაშები]] მოიგო და მისი ამ გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიადების ისტორიაში პირველად აღიმართა [[საქართველოს სახელმწიფო დროშა|საქართველოს დროშა]]. ოთხი წლის შემდეგ ატლანტაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ლიპარტელიანმა, [[2004]] წელს კი [[ზურაბ ზვიადაური|ზვიადაური]] დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასევე აღსანიშნავია გუნდურ შეჯიბრებებში მოპოვებული წარმატებები: საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ ([[2002]], [[2003]]) გაიმარჯვა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში, მსოფლიოს ჩემპიონატში კი მეორე ადგილზე გავიდა ([[2003]]).
 
'''საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის 3 ივნისს. [[1993]] წლის მაისიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა (IJF) და ევროპის ძიუდოს კავშირის (UEJ) წევრია. პრეზიდენტები: [[დილარ ხაბულიანი]] ([[1991]]), [[დავით ქევხიშვილი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=61</ref>
 
 
რეიტინგები
 
(მხოლოდ საქართველოს პირველადგილოსნები):
;მამაკაცები:
*-60კგ: [[ამირან პაპინაშვილი]], მე-2 ადგილი, 6026 ქულა;
1 038

რედაქტირება